საპატიო ხარაგაულელი, რეზო თაბუკაშვილის სახელობის ლიტერატურული თეატრის ხელმძღვანელი, იზა ვეფხვაძე ხარაგაულელებს ხარაგაულობას ულოცავს.
,,დღეს ხარაგაულის დღეა, ხარაგაულობა. ვულოცავ ჩემს საყვარელ ხარაგაულს.
დღეს ბევრი სტუმარი ეწვევა, კიდევ უფრო გაბრწყინდება, განათდება, დამშვენდება.
დღეს დიდი კიტა ბუაჩიძე "დაუბრუნდება" ხარაგაულს, განახლებულ _ გალამაზებული "დევები" შეეგებებიან სტუმრებს, იმერული დახვედრის, სიმღერის, სტუმარმასპინძლობის მადლი იტრიალებს.ბევრი ღიმილი და სიხარული, ბევრი სიყვარული იქნება.
გაბრწყინებული მზის კელაპტრებით,
დგას მშვენიერი როგორც ზღაპარი,
ხარაგაული _ ფიქრის და რწმენის
უსათნოესი თავშესაფარი.
ბედნიერ დღეს გისურვებთ სტუმარ _ მასპინძელთ.
მე თქვენ მიყვარხართ" - წერს იზა ვეფხვაძე საკუთარ ფეისბუქ გვერდზე.