სიახლეები
https://new.admin.kharagauli.ge/images/kharagaulireitinginoemberi.jpg

ვახანის საჯარო სკოლის მოსწავლე, ხარაგაულის ეტალონი მოსწავლე გახდა

დასრულდა საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონის“ ხარაგაულის დისტანციური კონკურსის მეორე ეტაპი, რომლის შედეგად გამოვლინდა 2022 წლის „ხარაგაულის ეტალონი მოსწავლე“ - ვახანის საჯარო სკოლის X კლასის მოსწავლე ნიკოლოზ არევაძე. 
 
გამარჯვებული მუნიციპალიტეტს წარმოადგენს მესამე, ფინალურ ტურში - რომელიც გაიმართება მიმდინარე წლის დეკემბერში და მასში მონაწილეობას მიიღებენ კონკურსის მეორე პერიოდში საქართველოს მასშტაბით ჩართული მუნიციპალიტეტების გამარჯვებული მოსწავლეები. ფინალური ტურის მონაწილეებს შორის გამოვლინდებიან საპრიზო სამი ადგილის მფლობელი მოსწავლეები, რომელთაც გადაეცემათ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დაწესებული სასაჩუქრე ვაუჩერები. მესამე ეტაპი გაიმართება LIVE რეჟიმში, რომლის დროსაც „ეტალონის“ წამყვანი კონკურსანტებთან ერთად ვიდეო ფორმატში შეძლებს კომუნიკაციას.
 
კონკურსის პირველი ეტაპი გაიმართა მიმდინარე წლის 22 ნოემბერს, ხოლო მეორე - 25 ნოემბერს. კონკურსის პირველი ეტაპის შედეგებით შეირჩა მეორე ეტაპზე გადამსვლელი 82 მოსწავლე, რომელთა შორის გამოვლინდა 2022 წლის „ხარაგაულის ეტალონი მოსწავლე“.  
ნანახია: 100 - ჯერ