სიახლეები
https://new.admin.kharagauli.ge/images/fhfhgadasf.jpg

ხარაგაულის მერი, სოფელ ვანში საუბნო გზის რეაბილიტაციის პროცესს გაეცნო

სოფელ ვანში „ჩხაკოურას უბნის“ გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.

 

ხარაგაულის მერი, კობა ლურსმანაშვილი, საღანძილის ადმინისტრაციულ ერთეულში,  რეგიონული განვითარების ფონდიდან დაფინანსებული პროექტის სამუშაოებს გაეცნო.

 

კობა ლურსმანაშვილი:

 

,,  საკმაოდ ფართო მასშტაბის სამუშაოები სოფელ ვანში , ,,ჩხაკოურის უბნის“ გზის რეაბილიტაციის მიზნით მიმდინარეობს.

 

მოსახლეობას ვერ წარმოედგინა, თუ ეს გზა თავისი რთული რელიეფის გამო, როდისმე მოწესრიგდებოდა.

 

მეამაყება, რომ ამ სოფელში გამორჩეულად მშრომელი ადამიანები ცხოვრობენ, ამიტომ მათ მაქსიმალურად უნდა დავუდგეთ გვერდში და ხელი შევუწყოთ მათ გაძლიერებას.

ცენტრალურ ხელისუფლებას, ბევრი კარგი ინიციატივა აქვს, რომელსაც პრემიერ მინისტრის ხელმძღვანელობით, სამთავრობო უწყებებისა და ჩვენი მუნიციპალიტეტის ჩართულობით ახორციელებს,

იმედი მაქვს ხარაგაულის მერიის და მოსახლეობის აქტიური კომუნიკაციის შედეგად, სოფელში კვალავ ბევრი საინტერესო პროექტი განხორციელდება“.

მიმდინარე პროექტი, მერმა,  მოადგილესთან დავით დევდარიანთან, საკრებულოს თავმჯდომარის პირველ მოადგილესთან, დავით კიკნაძესთან, ინფრასტრუქტურისა, კეთილმოწყობის სამსახურის უფროსთან, პეტრე შარიქაძესთან და საკრებულოს ეკონომიკის, ქონების მართვისა და ინფრასტრუქტურის საკითხთა კომისიის თავმჯდომარესთან, ბესიკ კვირიკაშვილთან ერთად დაათვალიერა.

ინფორმაციისთვის, სოფელ ვანის და სხლითის ცენტრალური გზების რეაბილიტაცია დასრულებულია.

ჩხაკოურას უბნის რეაბილიტაცია რეგიონული ფონდიდან  564 444 ლარით დაფინანსდა. პროექტი გარდამავალი, ორ ეტაპიანი იყო, თუმცა შემსრულებელი კომპანია სამშენებლო სამუშაოებს წინსწრებით ასრულებს.

 

 

ნანახია: 47 - ჯერ