სიახლეები
http://new.admin.kharagauli.ge/images/dfn_1.jpg

ბიუროს სხდომაზე ბიუჯეტის 9 თვის შესრულების შესახებ იმსჯელეს

დღეს, 21 ნოემბერს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ბიუროს მორიგი სხდომა გაიმართა.

სხდომას საკრებულოს თავმჯდომარე მანანა ბარბაქაძე ხელმძღვანელობდა .

ბიუროს სხდომას ესწრებოდა მერის პირველი მოადგილე, ვარლამ ჭიპაშვილი, რომელმაც წარდგენილ საკითხებთან დაკავშირებით, დეპუტატების კითხვებს უპასუხა.

ვარლამ ჭიპაშვილმა ამომწურავად ისაუბრა ხარაგაულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის 2022 წლის ბიუჯეტის მესამე კვარტლის საპროგნოზო მაჩვენებლების შესრულების მდგომარეობის შესახებ.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ბიუროს სხდომაზე ასევე განხილული იყო შემდეგი საკითხები:

1.ხარაგაულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის 2022 წლის ბიუჯეტის

მესამე კვარტლის საპროგნოზო მაჩვენებლების შესრულების მდგომარეობის შესახებ

ინფორმაცია.

მომხსენებელი: ვლადიმერ გელაშვილი

 

  1. ა(ა)იპ „მოქალაქეთა ჩართულობისა და ინფორმირების მუნიციპალური .ცენტრი“ -ს

ხელმძღვანელის ანგარიში გაწეული საქმიანობის შესახებ

მომხსენებელი: ეკა შავიძე

 

  1. ხარაგაულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიული, სამანდატო,

საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისიის შემადგენლობის ცნობად

მიღების შესახებ“ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 03

დეკემბრის N69.692133720 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მომხენებელი. ოთარი ლურსმანაშვილი

 

  1. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია „ ქართული ოცნება -

დემოკრატიული საქართველო“ - ს წევრების ეკატერინე შველიძისა და ავთანდილ

ვეფხვაძის განცხადების განხილვა ფრაქციიდან გასვლის შესახებ

მომხენებელი: ოთარ ლურსმანაშვილი

ზემოთ აღნიშნულ საკითხებზე, 5 დეკემბრის საკრებულოს მორიგი სხდომაზე იმსჯელებენ.

 

 

მოქალქეთა ჩართულობისა და ინფორმირების ცენტრის ანგარიშს შეგიძლიათ გაეცნოთ ლინკზე:  https://bit.ly/3Eqi53F 

 

ბიუჯეტის მესამე კვარტლის საპროგნოზო მაჩვენებლების ანგარიშს აღნიშნულ ლინკზე:     https://bit.ly/3EO1GXV

 

ნანახია: 367 - ჯერ