ხარაგაულის მერის პირველმა მოადგილემ, ვარლამ ჭიპაშვილმა და სახაზინო საბიუჯეტო დაგეგმარების განყოფილების უფროსმა, ნინო მაღლაკელიძემ საკრებულოს საბიუჯეტო-საფინანსო კომისიას 2023 წლის ბიუჯეტის პროექტი წარუდგინა.
მუნიციპალიტეტის 2023 წლის მთავარი საფინანსო დოკუმენტი საპროგნოზო მაჩვენებელი 12 303,7 ათასი ლარით განისაზღვრა, რაც 2022 წლის ბიუჯეტს 2 035,6 ათასი ლარით აღემატება და დაზუსტებული ბიუჯეტის შემოსულობებს 1 321,6 ათასი ლარით.
2022 წლის ბიუჯეტის პარამეტრებთან დაკავშირებით ამომწურავად ისაუბრა ხარაგაულის მერის პირველმა მოადგილემ, ვარლამ ჭიპაშვილმა. ვარლამ ჭიპაშვილის განცხადებით, ხარაგაულის მომავალი წლის მთავარი ფინანსური დოკუმენტი მოსახლეობის საჭიროებებს პასუხობს.
"გვაქვს მაგალითი, როგორ გავზარდეთ რამდენჯერმე 2022 წელს ბიუჯეტი და ანალოგიურად, საგადასახადო შემოსავლების დაზუსტების შემდეგ, ბიუჯეტის ზრდას ველოდებით 2023 წლის პირველ კვარტალშივე, რაც საშუალებას მოგვცემს, მეტი პროექტი განვახორციელოთ. - განაცხადა ვარლამ ჭიპაშვილმა.
მერის პირველი მოადგილის განცხადებით, ბიუჯეტში პირველად არის ასახული გენდერული ბიუჯეტი და ასევე ბავშვთა ოთახის დაფინანსება.
ბიუჯეტის პროექტის თანახმად, დაგეგმილია ხარაგაულის მერიის მიერ დაფუძნებულ იურიდიული პირებისთვის, საკრებულოსა და მერიის საჯარო მოხელეებისათვის შრომის ანაზღაურების გაზრდა 10%-ის ფარგლებში. გაზრდილია ასევე სოციალური პროგრამების დაფინანსებაც.
ჯანმრთელობის დაცვასა და სოციალური უზრუნველყოფაზე 1 828,9 ათასი ლარია გათვალისწინებული, 2022 წლის დამტკიცებულ გეგმასთან შედარებით აღნიშნულ პრიორიტეტებზე 245,2 ათასი ლარით მეტი იქნება მიმართული.
ინფრასტრუქტურის განვითარება - 1 060,0 ათასი ლარით განისაზღვრა. დასუფთავება და გარემოს დაცვა - 1 546,7 ათასი ლარი;
განათლება - 2 550,0 ათასი ლარი.
დასუფთავება და გარემოს დაცვა - 1 546,7 ათასი ლარი;
განათლება - 2 550,0 ათასი ლარი.
კულტურა, ახალგაზრდობა და სპორტი - 1 879,3 ათასი ლარი.
მმართველობა - 4 935,8 ათასი ლარი.
აღნიშნული პროექტი შენიშვნებისა და რეკომენდაციების საფუძველზე მერიაში გადაიგზავნება და კორექტირებული ვარიანტის განხილვა, კანონმდებლობის შესაბამისად, 10 დეკემბრამდე მოხდება.