სიახლეები
https://new.admin.kharagauli.ge/images/asg88roiiluyi_DSC0352.JPG

ხარაგაულში სამედიცინო აქცია გაიმართა

12 ნოემბერს, ხარაგაულის სამედიცინო დაწესებულებაში, უფასო სამედიცინო აქცია გაიმართა.

აქციაში ქუთაისის ჩხობაძის სახელობის რეგიონული ჯანდაცვის ცენტრის ექიმები მონაწილეობდნენ.

აქციის ფარგლებში, დაბის მოსახლეობას საშუალება ჰქონდათ ესარგებლათ ოფთალმოლოგის, ნევროლოგის, რევმატოლოგის, ინფექციონისტის, კარდიოლოგის, ექოსკოპისტისა და უროლოგის კონსულტაციით.

აქცია, ხარაგაულში სამედიცინო მომსახურების გაუმჯობესების მიზნით,   რეგიონული ჯანდაცვის ცენტრთან აქტიური მოლაპარაკებების შედეგად ჩატარდა. 

რეგიონული ჯანდაცვის ცენტრთან კომუნიკაციაში აქტიურად იყო ჩართული ხარაგაულის მერია და საკრებულო, ასევე-.საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის იმერეთის სამმართველოს უფროსი, ხარაგაულის საკრებულოს წევრი, გოჩა გიორგიძე.

სამედიცინო აქციის პროცესს გაეცნო მერის პირველი მოადგილე, ვარლამ ჭიპაშვილი, .საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის იმერეთის სამმართველოს უფროსი, ხარაგაულის საკრებულოს წევრი, გოჩა გიორგიძე, საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე, დავით კიკნაძე.

ხარაგაულის კლინიკაში, ჩხობაძის რეგიონული ჯანდაცვის ცენტრი, მსგავსი სახის სამედიცინო აქციას, ყოველთვიურად გამართავს.

 

ნანახია: 401 - ჯერ