სიახლეები
http://new.admin.kharagauli.ge/images/_DSC0126_1.JPG

,,დარაბებს მიღმა გაზაფხულია“ - ხარაგაულში თეატრ-სტუდია ,,მოდინახემ“ სპექტაკლი გამართა

დღეს ხარაგაულის კინოთეატრში, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, სახალხო თეატრ-სტუდიამ ,,მოდინახე“ სპექტაკლი გამართა.

 ,,დარაბებს მიღმა გაზაფხულია",  ლაშა თაბუკაშვილის ცნობილი პიესის მიხედვით დაიდგა.

 სპექტაკლის ჩვენება მაყურებლის  ოვაციითა და ხანგრძლივი აპლოდისმენტებით დასრულდა.

რეჟისურა და სცენოგრაფია - ნუგზარ ბუცხრიკიძეს ეკუთვნის.

სპექტაკლში მონაწილეობდნენ: კოკა - გიორგი ჭანტურია

მარიამ პატაშური, ქეთევან სირბილაძე, სალომე ამირიძე, ნატალია გურგენიძე, ნინო ბუცხრიკიძე, ნანი და ლიკა ბარათაშვილები, გიორგი ანთიძე, ოთარ დვალიშვილი, სერგო შავდათუაშვილი და მთელი დასი.

,,ხარაგაული, თავისი კულტურული ტრადიციებით, გამორჩეული  ადგილია ჩემთვის, სადაც ჩამოსასვლელად განსაკუთრებულად  ვემზადებოდი. მადლობა გულთბილი დახვედრისთვის“- ასეთი სიტყვებით მიმართა დარბაზს, სპექტაკლის რეჟისრორმა, ნუგზარ ბუცხრიკიძემ.

ნუგზარ ბუცხრიკიძემ ასევე მადლობა გადაუხადა კულტურისა და ხელოვნების ცენტრის დირექტორს, მამუკა ჭიპაშვილს და ხარაგაულის სახალხო თეატრის რეჟისორს , ირინე ჩხეიძეს  120 წლის თეატრის მსახურებისათვის და კულტურული ტრადიციების გაგრძელებისთვის.

ხარაგაულსა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, სახალხო თეატრ-სტუდიას შორის მემორანდუმი გაფორმდა, რომელიც სხვადასხვა კულტურული ღონისძიებების გაცვლას ითვალისწინებს.

უახლოეს მომავალში ხარაგაულის სახალხო თეატრი, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სპექტაკლს ,,მაცეკვე ტანგო“ წარადგენს.

 

 

ნანახია: 270 - ჯერ