დღეს ხარაგაულის სპორტისა და შიდა ტურიზმის ცენტრში ახალგაზრდა მოყვარულ მხატვართა კონკურსის - ,,შემოდგომის პალიტრა" გამარჯვებულების დაჯილდოება გაიმართა.
კონკურსში ხარაგაულის მუნიციპალიტეტის 24 საჯარო სკოლის 55 მოსწავლემ მიიღო მონაწილეობა.
საპრიზო ადგილები ნორჩ მოყვარულ მხატვრებს შორის შემდეგნაირად გადანაწილდა:
პირველი ადგილი - ანასტასია შარიქაძე (ლეღვნის საჯარო სკოლა)
მეორე ადგილი - მარიამ ღონღაძე (მოლითის საკარო სკოლა)
მესამე ადგილი - ანა ჭიჭინაძე (კიცხის საჯარო სკოლა)
დიდებს შორის საპრიზო ადგილები შემდეგნაირად გადანაწილდა:
პირველი ადგილი - თამარ კურტანიძე (ვერტყვიჭალის საჯარო სკოლა)
მეორე ადგილი - ნათია გუდაძე (წიფას საჯარო სკოლა); ეკა ლომიძე ( ვერტყვიჭალა)
მესამე ადგილი -მარიამ მდივნიშვილი (წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის გიმნაზია); ანა ჭანკვეტაძე (ლაშე)
ჟიურის სიმპატია გახდა მარიამ არევაძე.
სპორტისა და შიდა ტურიზმის ცენტრის დირექტორმა, რევაზ შერგელაშვილმა მადლობა გადაუხადა მონაწილეებს აქტიურობისთვის და წარმატებები უსურვა.
გამარჯვებულებს ფასიანი საჩუქრები და სიგელები გადაეცათ.