სიახლეები
http://new.admin.kharagauli.ge/images/313418063_538221668310148_839849279578222223_n.jpg

ევგენი ხარაძის საიუბილეო თარიღი სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში აღინიშნა

31 ოქტომბერს აკადემიკოს ევგენი ხარაძის დაბადებიდან 115 წლისადმი მიძღვნილი იუბილე სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა.

ამ დღის აღსანიშნავად, ხარაგაულის რეზო თაბუკაშვილის სახელობის სახალხო ლიტერატურულმა თეატრმა (რეჟისორი იზა ვეფხვაძე) სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში ევგენი ხარაძისადმი მიძღვნილი ფილმის - "ვარსკვლავიერი ზეცის მესაიდუმლე" პრეზენტაცია გამართა.

ფილმის ჩვენებას ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის ხელმძღვანელი პირები, პროფესორი, მერაბ ბერიძე, აკადემიური პერსონალი  და სხვა მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.

პროფესორმა მერაბ ბერიძემ  ღონისძიება გახსნა დასაზოგადოებას რამდენიმე შთამბეჭდავი ფრაგმენტი ევგენი ხარაძისა და სამცხე- ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის ურთიერთობის ისტორიიდან.

თეატრის რეჟისორმა, იზა ვეფხვაძემ ისაუბრა ევგენი ხარაძის ბიოგრაფიაზე და იმ იდეაზე, რომელმაც უბიძგა მას გადაეღო დოკუმენტური ფილმი ამ უდიდეს ქართველ მოღვაწეზე.

დოკუმენტური ფილმის ,,ვარსკვლავიერი ზეცის მესაიდუმლე“ ჩვენებას დიდი შეფასება მოჰყვა დარბაზის მხრიდან.

დოკუმენტური ფილმი რეზო თაბუკაშვილის სახელობის სახალხო ლიტერატურულმა თეატრმა გადაიღო. ფილმის პრეზენტაცია სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის გარდა, უკვე გაიმართა ხარაგაულსა და თბილისში, მეცნიერებათა აკადემიაში.

ნანახია: 370 - ჯერ