31 ოქტომბერს აკადემიკოს ევგენი ხარაძის დაბადებიდან 115 წელი სრულდება. ამ დღის აღსანიშნავად, ხარაგაულის რეზო თაბუკაშვილის სახელობის სახალხო ლიტერატურული თეატრი (რეჟისორი იზა ვეფხვაძე) სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში ევგენი ხარაძისადმი მიძღვნილი ფილმის - "ვარსკვლავიერი ზეცის მესაიდუმლე" პრეზენტაციას გამართავს.
დოკუმენტური ფილმი რეზო თაბუკაშვილის სახელობის სახალხო ლიტერატურულმა თეატრმა გადაიღო. ფილმის პრეზენტაცია უკვე გაიმართა ხარაგაულსა და თბილისში, მეცნიერებათა აკადემიაში.