სიახლეები
https://new.admin.kharagauli.ge/images/305514796_1816256632039905_6515339288370836378_n_1.jpg

ხარაგაულის მერიამ იაპონიის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა

დღეს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომა გაიმართა. დეპუტატებს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ, ვარლამ ჭიპაშვილმა ბიუჯეტის ცვლილება წარუდგინა.

სხდომაზე ვარლამ ჭიპაშვილმა იაპონიის საელჩოს -„ადამიანის უსაფრთხოების საგრანტო პროგრამის (GGP)“ შესახებ ისაუბრა, რომელში ხარაგაულის მერია იყო ჩართული და რამდენიმე ეტაპის გავლის შემდეგ  გამარჯვებული გახდა. როგორც ვარლამ ჭიპაშვილმა აღნიშნა - „მუნიციპალიტეტის მხრიდან იყო აქტიურობა, მომზადდა დოკუმენტაცია, ჩართული იყო საკრებულოც, მათ შორის, საკრებულოს თავმჯდომარე, მოქალაქეთა ჩართულობისა და ინფორმირების ცენტრის დირექტორი, ეკა შავიძე და მერის თანაშემწე, ჟანა ნემსაძე.

 თანხა 73 439.41 აშშ დოლარს შეადგენს, რომლითაც მოხდება ექსკავატორ-დამტვირთველის (JCB ტრაქტორის) შეძენა. ამ პროექტში იაპონიის საელჩოს საგრანტო მონაწილეობა შეადგენს 81%-ს 61 864.41 აშშ დოლარს, ხოლო მუნიციპალიტეტის - 19%-ს (11 575 აშშ დოლარი) დაახლოებით 32 179 ლარის ეკვივალენტს ლარებში.

ზემოთ ჩამოთვლილი ვალდებულებებისათვის დამატებით საჭიროა 135 479 ლარი, რაც სრულად დაფინანსდება 2022 წლის ბიუჯეტის პროგრამებში არსებული ეკონომიით.  

აღნიშნული საკითხი დეპუტატებმა ხმათა უმრავლესობით დაამტკიცეს.

სხდომაზე განიხილეს ასევე საბიუჯეტო ცვლილება, რომლის მიხედვით რადენიმე  ა(ა)იპ-ის დაფინანსება გაიზარდა:

ა(ა)იპ დასუფთავებისა და კეთილმოწყობის გაერთიანებას დამატებით ესაჭიროება 57 000 ლარი, რომელიც გარე განათების ქსელის გაფართოებაზე, დასუფთავებისა და ნარჩენების გატანაზე და ზამთრის სეზონის მოახლოებასთან დაკავშირებით სასოფლო და საუბნო გზების მოსალოდნელი თოვლის საფარისაგან გაწმენდაზე დაიხარჯება.  

ა(ა)იპ სპორტისა და შიდა ტურიზმის ცენტრს დამატებით ესაჭიროება 7 000 ლარი, აქედან ელექტროენერგიის ხარჯების შესავსებად 3 500 ლარი, სპორტული ინვენტარის შესაძენად 1 500 ლარი და რაგბის სექციის ფუნქციონირებისათვის 2 000 ლარი.

ა(ა)იპ მოქალაქეთა ჩართულობისა და ინფორმირების მუნიციპალურ ცენტრს ესაჭიროება 10 300 ლარი საგამომცემლო საქმიანობისათვის.

ა(ა)იპ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრს 9 000 ლარი სხვადასხვა სამედიცინო აქციების, შეხვედრების და განახლებული მონიტორინგის ღონისძიებებზე საჭირო ტრანსპორტის ხარჯებისათვის.

ა(ა)იპ სათნოების სახლს დამატებით ესაჭიროება 20 000 ლარი აქედან 16 000 ლარი კვების ხარჯებში და 4 000 ლარი ახლად გახსნილი სოციალური სამრეცხაოსათვის საჭირო მრიცხველის, ჰიგიენური სარეცხი საშუალებების და სურსათის უვნებლობის რეგულაციების შესასრულებლად საჭირო პროგრამისა და ინვენტარის შესაძენად.

საბიუჯეტო ცვლილების მიხედვით, ხარაგაულს,  საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტომ,  საჯარო სკოლების მოსწავლეთა ტრანსპორტით უზრუნველყოფისთვის შესრულებული სამუშაოებისათვის მიზნობრივი ტრანსფერი 142 269 ლარი გამოუყო.

 

ნანახია: 768 - ჯერ