სიახლეები
http://new.admin.kharagauli.ge/images/_DSC0474.JPG

13 ოქტომბერი, საქართველოს ეროვნული გმირის, მერაბ კოსტავას გარდაცვალების დღეა

დღეს, ეროვნული გმირის გარდაცვალების დღეს, ხარაგაულის მერის პირველი მოადგილე, ვარლამ ჭიპაშვილი საკრებულოს წევრთან, ოთარ ლურსმანაშვილთან ერთად სოფელ ბორითში, იმ ადგილზე მივიდა,  სადაც მერაბ კოსტავა 33 წლის წინ, ავტოკატასტროფაში, ტრაგიკულად დაიღუპა.

მერის პირველმა მოადგილემ,  მერაბ კოსტავას მონუმენტი გვირგვინით შეამკო და ეროვნული გმირის ხსოვნას პატივი მიაგო.

საქართველოს დამოუკიდებლობისთვის მებრძოლი გმირი ბევრჯერ იყო რეპრესირებული, დაპატიმრებული და გადასახლებული.

 ბოლოს1987 წელს დაბრუნდა გადასახლებიდან და ზვიად გამსახურდიასთან ერთად განაგრძო ბრძოლა სამშობლოს დამოუკიდებლობისთვის. მერაბ კოსტავა 1989 წლის 13 ოქტომბერს დაიღუპა.

 დაკრძალულია მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.

ნანახია: 667 - ჯერ