სიახლეები
https://new.admin.kharagauli.ge/images/BPG_DSC0078.jpg

ხარაგაულში, შინ მოვლის და პერსონალური ასისტენტის პროგრამის განხორციელება დაიწყო  

პროექტს არასამთავრობო ორგანიზაცია „ნაბიჯი ხარაგაული“,  ასოციაცია “ანიკას” დაფინანსებით, ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება სოციალური მომსახურებების განვითარებისათვის“ ფარგლებში ახორციელებს.  პროექტის პარტნიორია „თელავის განათლების, განვითარებისა და დასაქმების ცენტრი“.

პროექტს, თანადაფინანსებას უწევს ხარაგაულის მერია.

ხარაგაულის მერი, კობა ლურსმანაშვილი აქტიურად არის ჩართული პროგრამის განხორციელების პროცესში,  მხარდაჭერას უცხადებს პროექტს და მზადაა ერთი წლის შემდეგ,  შინ მოვლის და პეროსნალური ასისტენტის, როგორც სოციალური სერვისის  მართვა მერიამ გადაიბაროს. 

როგორც ა/ო ,,ნაბიჯი ხარაგაული“-ს დამფუძნებელი, რუსუდან გურგენიძე განმარტავს შინმოვლის პროგრამა იმ მოქალაქეებს მოიცავს,  რომელთაც ფიზიკური და  ფსიქიკური მდგომარეობის გამო შეზღუდული აქვთ საკუთარი თავის მოვლის უნარი და ზრუნვას საჭიროებენ.

ამ ეტაპზე, შინ მოვლის პროგრამის განხორციელება  სოფელ წიფაში, ზვარეში, მოლითში, ვახანში, ლეღვანში, წყალაფორეთში, საღანძილესა და ფარცხნალში მიმდინარეობს  და მასში 30 ბენეფიციარია ჩართული.

დღეს ხარაგაულში პროგრამის მიმდინარეობასთან დაკავშირებულ დეტალებს  ასოციაცია „ანიკას“ წარმომადგენელი, პროექტის იმერეთის რეგიონალური კოორდინატორი ანუკი ჯანელიძე გაეცნო.

 ანუკი ჯანელიძე მონიტორინგის მიზნით, უშუალოდ დაესწრო შინ მოვლის პროგრამის ბენეფიციარის შეფასების პროცესს. როგორც პროგრამის კოორდინატორი, თამარ შავიძე აცხადებს ბაზაში 100 ბენეფიციარია, სამუშაო ჯგუფი თითოეულ ბენეფიციართან მიდის და ბართელის ინდექსის მიხედვით ახდებს ზუსტ იდენტიფიცირებას რამდენად საჭიროებს ბენეფიციარი მომსახურების მიღებას.

მისი განცხადებით  სერვისის მიმწოდებელი ორგანიზაციის მონიტორინგი პროგრამის მიმდინარეობას გააუმჯობესებს.

,,დღევადელი ვიზიტი პროექტის ერთ-ერთი აქტივობაა, ექთნები და პერსონალური ასისტეტები ამას ყოველდღიურად აკეთებენ. ჩვენი მიზანია, რომ ვნახოთ პრაქტიკაში თუ როგორ ხორციელდება შინ მოვლის პროგრამა  და გავიაროთ ის გზა,  რასაც ყოველდღიურად გადიან ექთნები და პერსონალური ასისტენტები, რათა შემდეგ გუნდს დავუბრუნო უკუკავშირი და რეკომენდაციები.“

კითხვაზე ხომ არ დადგა პროგრამა განხორციელების ეტაპზე სხვადასხვა გამოწვევების წინაშე პროგრამის იმერეთის რეგიონის კოორდინატორი, ანუკი ჯანელიძე პასუხობს , რომ გამოწვევებისთვის მზად იყვნენ, რადგან ხარაგაული რთული რელიეფის მქონე მუნიციპალიტეტია, სადაც ბევრი მაღალმთიანი სოფელია, პროგრამაში კი ტრანსპორტირების ხარჯები არ არის გათვალისწინებული.

,,არ გვიკვირს ეს გამოწვევები, მაგრამ გვინდა პროგრამის მიმდინარეობის პროცესში არცერთი დეტალი არ გამოგვრჩეს,რისი გამოსწორებაც და გათვალისწინებაც შეიძლება,  რომ შემდეგ წელს როდესაც მუნციპალიტეტი გადაიბარებს პროექტს მაქსიმალურად აწყობილ პროგრამა გადავცეთ“- ამბობს ანუკი ჯანელიძე.

 

 

 

 

 

 

 

 

 

ნანახია: 1038 - ჯერ