სიახლეები
https://new.admin.kharagauli.ge/images/asdd2a4sd5as5da5sd.JPG

ხარაგაულის მერიაში საკადრო ცვლილებებია

ხარაგაულის მერის, კობა ლურსმანაშვილის ბრძანების საფუძველზე , ხარაგაულის მერიაში საკადრო ცვლილებები განხორციელდა.
ხარაგაულის მერის, კობა ლურსმანაშვილის ბრძანებით ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის, მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის თანამდებობაზე, იურიდიული განყოფილების უფროსად, შიდა კუნკურსის საფუძველზე , მარინა კვინიკაძე დაინიშნა.
ამ დრომდე, მარინა კვინიკაძე ზესტაფონის რაიონულ სასამართლოში მოსამართლის თანაშემწედ მუშაობდა.
ინგა თურქაძე, რომელიც ამ დრომდე მერიის იურიდიული განყოფილების უფროსის მოვალეობას ასრულებდა, კარიერული განვითარების საფუძველზე , შიდა აუდიტისა და მონიტორინგის სამსახურში, მერის ბრძანებით შიდა აუდიტის განყოფილების უფროსად დაინიშნა.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის სამსახურის, სოციალური დაცვის განყოფილების, III რანგის პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი სოციალურ საკითხებში, ნანა თხელიძე საჯარო მოხელის კარიერული განვითარების საფუძველზე ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის სამსახურის, სოციალური განყოფილების უფროსის თანამდებობაზე დაინიშნა.
ასევე საჯარო მოხელის კარიერული განვითარების საფუძველზე, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობისა და არქიტექტურის სამსახურის, ზედამხედველობის განყოფილების III რანგის პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი ,ზედამხედველობის საკითხებში, ბესარიონ ჭიპაშვილი მერიის ზედამხედველობისა და არქიტექტურის სამსახურის, ზედამხედველობის განყოფილების უფროსის თანამდებობაზე დაინიშნა.

 

 

 

 

 

 

 

 

ნანახია: 1478 - ჯერ