სიახლეები
https://new.admin.kharagauli.ge/images/asdasd65454.png

დღეს ორშაბათის ტრადიციული თათბირი გაიმართა

თათბირს მერის მოადგილეებთან ვარლამ ჭიპაშვილთან და დავით დევდარიანთან  ერთად მერის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.

თათბირზე მერმა  სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში მიმდინარე პროექტების

მიმდინარეობაზე მიიღო ინფორმაცია.

როგორც მერის წარმომადგენლებმა განაცხადეს სოფლის პროექტების ძირითადი ნაწილი უკვე დასრულებულია.

ხარაგაული იმერეთში სოფლის მხარდაჭერის პროგრამის განხორციელების კუთხით ერთ-ერთი პირველია.

სტატისტიკურად აღნიშნული პროგრამის ფარგლებში ხარაგაული ყველაზე მეტ , 171 პროექტს განახორციელებს.

 

ნანახია: 720 - ჯერ