,,სოციალური სამრეცხაო“ - ასეთი წარწერით ახალი სივრცე სოლომონ მეფის ქუჩაზე შეგხვდებათ.
პროექტი ,,ქალთა მოწყვლადი ჯგუფების მხარდაჭერა ალტერნატიული ენერგიების გამოყენებით” არასამთავრობო ორგანიზაციამ ,,ქალები ქვეყნის მომავლისათვის”, ,,ქალთა ფონდი საქართველოს” დაფინანსებით და მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით განახორციელა.
პროექტის მიზანი, ქალებისთვის ახალი სერვისის შეთავაზება, კერძოდ სამრეცხაოს მოწყობა გახლდათ, რაც ქალთა მოწყვლად ჯგუფებს საშუალებას მისცემთ ჰიგიენური და საყოფაცოვრებო პირობები გაიუმჯობესონ.ხარაგაული მერი, კობა ლურსმანაშვილი არასამთავრობო სექტორის როლსა და მნიშვნელობაზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციები , ხარაგაულის მერიასთან წარმატებული თანამშრომლობის შედეგად საინტერესო პროექტებს ახორციელებენ. სერვისის მომსახურებას ა(ა)იპ ,,სათნოების სახლი” გაწევს. სათნოების სახლის დირექტორი, თამარ შავიძე სოციალურ სამრეცხაოში ბენეფიციარები მომსახურებას ყოველი კვირის ორშაბათს და ხუთშაბათს გეგმავს.
პროექტის ავტორის, ხათუნა მანჯავიძის ინფორმაციით, ქალთა უფლებები და გარემოსდაცვითი სამართლიანობა ეს ,,ქალთა ფონდის“ ერთ ერთი მიმართულებაა.
პროექტი სწორედ ამ პრიორიტეტული თემის, შესაბამისად მომზადდა.
სპეციალურად სამრეცხაოსთვის დამონტაჟდა 5 კილოვატიანი მზის სადგური, საიდანაც სამრეცხაოს მზის ენერგიიდან მიღებული ელექტროენერგია მიეწოდება. პროექტის ფარგლებში შეძენილი იქნა ორი სარეცხი მანქანა.
ახალი სოციალური სერვისით ის ქალთა მოწყვლადი ჯგუფები ისარგებლებენ, რომელთაც შესაბამისი პირობები და ფიზიკური შესაძლებლობა არ აქვთ.