სიახლეები
https://new.admin.kharagauli.ge/images/1532055_1497129903867511_379145096584893722_o_1.jpg

თეთრაწყაროში ლიტერატურული კონკურსი  ,,ოდეონი

ხარაგაულის რეზო თაბუკაშვილის სახელობის სახალხო ლიტერატურული თეატრი ხუთწლიანი შესვენების შემდეგ,   ტრადიციულ ლიტერატურულ კონკურსს ,,ოდეონი" გამართავს.

კონკურსი  27 სექტემბერს სოფელ თეთრაწყაროში გაიმართება და მასში მონაწილეობას  ადგილობრივი შემოქმედი ადამიანები მიიღებენ.

კონკურსში მონაწილეობა 17 წლის ასაკიდან არის შესაძლებელი.

გამარჯვებულებს ჟიური გამოავლენს  და პირველი სამი ადგილის  მფლობელნი  პრიზებით დაჯილდოვდებიან.

იზა ვეფხვაძე, ლიტერატურული კონკურსის ,,ოდეონის“ დამფუძნებელი:

,,როგორც მოხსენებათ 2006 -დან 2016 წალმდე, 11 წლის განმავლობაში ლიტერატურული თეატრი უწყვეტად ატარებდა ლიტერატურულ კონკურსს, მასში მთელი საქართველოს მასშტაბით მონაწილეობას ღებულობდნენ ცნობილი მწერლები და პოეტები. ჩვენ გვქონდა 5 წლიანი წყვეტა და მიხარია რომ ,,ოდეონი“ კვლავ ბრუნდება.“

 

ლიტერატურული კონკურსი ,ოდეონი 2022“ - ის    პროგრამა:

 

 8.30 --9.00 -- შეკრება ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობასთან და გამგზავრება დანიშნულების ადგილზე, სოფელ თეთრაწყაროში, სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე,

10.00 --10.30 -- ლიტერატურული კონკურსის  საზეიმო გახსნა. კონკურსის ჰიმნის მოსმენა  და დროშის აღმართვა. კონკურსის მონაწილეთა წარდგენა, კონკურსის პირობების გაცნობა და საკონკურსო თემის გამოცხადება;  მონაწილეთათვის საჭირო ატრიბუტიკის  დარიგება.

10.30--11 .00 -- მსუბუქი საუზმე;

11.00 -- მონაწილენი იწყებენ საკონკურსო თემის წერას, ჟანრი შეუზღუდავია; მონაწილეებს  ერთი კილომეტრის რადიუსით შეუძლია იმოძრაონ მიმდებარე ძალიან ლამაზ გარემოში. ასევე , მათთვის ტყეში ჩადგმული იქნება ძელსკამები, მერხები.

13.00 --- მუსიკალური პაუზა განწყობისთვის . კლასიკური მუსიკა. ფორტეპიანოსთან დალი მერაბიშვილი; მონაწილეთათვის მუშაობის შეწყვეტა სავალდებულო არ არის.

  1. 00 15. 00 - სადილი;

15.00 --17.30 -- კონკურსანტები მუშაობენ საკონკურსო თემებზე;

16.00 --- მუსიკალური პაუზა. კლასიკური მუსიკა. ინსტრუმენტთან დალი მერაბიშვილი.

  1. 30 --18.00 --- კონკურსის დასასრული. საკონკურსო თემების ჩაბარება. კონკურსის საზეიმო დახურვა. ჰიმნი, დროშის დაშვება.
  2. 00 -- 20.00 -- ვახშამი, კოცონის დანთება, სტუმრების მიღება. მუსიკალური და მხატვრული მარათონი.

28 სექტემბერს ნამუშევრები ჩაბარდება ჟიურის წევრებს და მიეცემათ ერთკვირინი ვადა სამი საპრიზო ადგილის გამოსავლენად.

ჟიურის შემადგენლობაში არიან:  

  1. იზოლდა ოკრიბელაშვილი - ბაზალეთის საჯარო სკოლის დირექტორი
  2. მარინე ხვედელიძე - საკრებულოს განათლების, კულტურის და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარე
  3. ირინე ჩხეიძე - კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახური

4, ირმა შველიძე -  ლაშის საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი.

  1. მზიკო აბულაძე - მოლითის საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი.

 

ნანახია: 321 - ჯერ