სიახლეები
http://new.admin.kharagauli.ge/images/307478131_5446970388673525_3487717979697176622_n_1.jpg

გივი დოლიკაშვილმა დოღში მესამე ადგილზე გასული შმაგი ცუცქირიძე დააჯილდოვა

კიცხი - ხიდარის დამაკავშირებელ ტერიტორიაზე, ზაზა გლუნჩაძის სახელობის დოღი გაიმართა, რომელშიდაც სხვადასხვა სოფლებიდან და რეგიონებიდან ჩამოსული 23 ცხენოსანი იღებდა მონაწილეობას.

 შეჯიბრის მიმდინარეობისას სულ ოთხი გარბენი შესრულდა , აქედან სამი შესარჩევი, ერთი - ფინალური.

 ფინალურ გარბენში, რომელიც 1300 მეტრ მონაკვეთს მოიცავდა, ბაკურიანის წარმომადგენელმა, ზურა შუკაკიძემ გაიმარჯვა, რომელსაც ხარაგაულის მერმა, კობა ლურსმანაშვილმა გამარჯვებულის თასი, ახალი უნაგირი, სიგელი და მედალი გადასცა.

მეორე ადგილი ზაზა გურიელმა დაიკავა , სოფელ სხლითიდან , რომელიც მერის პირველმა მოადგილემ , ვარლამ ჭიპაშვილმა ცხენის მოსართავებით, სიგელით და მედლით დააჯილდოვა.

 მესამე ადილზე გასული მხედარს, შმაგი ცუცქირიძეს, სოფელ ვახანიდან, საჩუქარი და პრიზები მერის წარმომადგენელმა გივი დოლიკაშვილმა გადასცა.

საცხენოსნო შეჯიბრი ხიდარში ტრადიციულ ხასიათს ატარებს და წელს ის უკვე მეოთხედ ჩატარდა.

 2008 წლის 8 აგვისტოს ომში დაღუპული გმირის, ზაზა გლუნჩაძის სახელობის დოღი, სოფლის ინიციატივით, ხარაგაულის მერიის კულტურის, განათლების სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის ორგანიზებით და სპორტისა და შიდა ტურიზმის ცენტრის ხელშეწყობით გაიმართა.

შეჯიბრების მიზანი ცხენოსნობის პოპულარიზაცია და სპორტის ამ სახეობით კიდევ უფრო მეტი ახალგაზრდის დაინტერესებაა.

ნანახია: 405 - ჯერ