სიახლეები
http://new.admin.kharagauli.ge/images/DSC_0375%20-%20Copy.JPG

კობა ლურსმანაშვილმა სოფელ ჩრდილში გზის რეაბილიტაციის პროცესი დაათვალიერა

 უკვე მესამე დღეა მოლითში ,სოფელ ბეჟათუბნის და გოლათუბნის ტყეებში საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის, სახანძრო-სამაშველო ჯგუფები ხანძრის კერებს აქრობენ.

 ხანძრის პირველივე წუთებიდან ადგილზე იმყოფებოდა და ყოველდღიურ რეჟიმში, საგანგებო მდგომარეობის მართვის პროცესში ჩართული გახლდათ ხარაგაულის მერი, კობა ლურსმანაშვილი, მერის პირველი მოადგილე, ვარლამ ჭიპაშვილი, მოადგილე დავით დევდარიანი და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები.

 სახანძრო-სამაშველო მანქანების გადაადგილებისთვის მოხდა ახალი გზის გაყვანა ტყის მასივში.

 შესაბამისი ღონისძიებების დროულად გატარების შემდეგ სოფელში ცეცხლის გავრცელების საფრთხე აცილებული იქნა.

 ხარაგაულის სახანძრო-სამაშველო სამსახურის განყოფილების უფროსის, ივანე ბურჯანაძის ინფორმაციით, ამ დროისთვის ხანძრის კერები თითქმის სრულად ლოკალიზებულია ბეჟათუბნის ტყეში.

 მიმდინარეობს სოფელ გოლათუბნის მახლობლად , ტყეში გავრცელებულ ხანძრის ძირითადი კერების ლიკვიდაცია.

 ცეცხლის კერების ლოკალიზებაში ხარაგაულის სახანძრო- სამაშველო ჯგუფებთან ერთად აქტიურად არიან ჩართულნი დასუფთავებისა და კეთილმოწყობის გაერთიანების თანამშრომლები და ადგილობრივი მოხალისეები.

 სახანძრო- სამაშველო ბრიგადები ხანძრის ახალი კერების გაუვნებელყოფვის მიზნით მუშაობას კვლავ აგრძელებენ.

ნანახია: 904 - ჯერ