სიახლეები
https://new.admin.kharagauli.ge/images/_DSC0100asd.JPG

ორშაბათის თათბირის მთავარი თემა

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერმა, კობა ლურსმანაშვილმა, წარმომადგენლებთან სამუშაო თათბირი გამართა.

 თათბირზე მერმა ადმინისტრაციული ერთეულების წარმომადგენლებისგან  „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ფარგლებში მიმდინარე სამუშაოებთან დაკავშირებით მოისმინა ინფორმაცია.

 კობა ლურსმანაშვილმა წარმომადგენლებს სამუშაოების მიმდინარეობის კონტროლი მოთხოვა, რათა პროექტები დროულად და ხარისხიანად დასრულდეს. რეგიონული განვითარების ფონდიდან დაფინანსებული 19 პროექტიდან 18 პროექტი დასრულდა.

 მერის მოადგილის, დავით დევდარიანის ინფორმაციით,  სამუშაოები მიმდინარეობს კიდევ ერთ პროექტზე, რომელიც უახლოეს დღეებში დასრულდება.

ინფორმაციისთვის, რეგიონული განვითარების ფონდიდან, პირველ ეტაპზე,  ხარაგაულმა   2 მილიონ 940 ათას 390 ლარი მიიღო.

ინფრასტრუქტურული პროექტების ვადებში და წისწრებით შესრულების მხრივ ხარაგაული 10 საუკეთესო მუნიციპალიტეტს შორის არის.

ხარაგაულის მერის, კობა ლურსმანაშვილის ინფორმაციით, ხარაგაული რეგიონული განვითარების ფონდმა, მეორე ეტაპზე ,   2 მილიონ 150 000    ლარით დააფინანსა.

ახალი დაფინანსება , რომელიც მუნიციპალიტეტმა მიიღო სოფლებში რთულად გადასაადგილებელი მონაკვეთების რეაბილიტაციაზე დაიხარჯება.

 თათბირის მიმდინარეობისას, კობა ლურსმანაშვილმა,  პირველ მოადგილესთან, ვარლამ ჭიპაშვილთან ერთად სოციალური და ჯანდაცვის პროგრამები მიმოიხილა.

 ,, ის პროგრამები, რასაც ხარაგაულის მერია სოციალური და ჯანდაცვის მიმართულებით აწვდის მოსახლეობას მაქსიმალურად ორიენტირებულია სხვადასხვა სეგმენტ ჯგუფების საჭიროებებზე. ჩვენი ვმუშაობთ, რომ მომავალი წლის ბიუჯეტში გავაფართოოთ შესაბამისი პროგრამები.

2023 წელს ჩვენ გვექნება შშმ პირთა პერსონალური დახმარების სერვისები, რაც ვფიქრობ მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს არსებულ ფონს სოციალური და ჯანდაცვის პოლიტიკის კუთხით“- განაცხადა თათბირზე ვარლამ ჭიპაშვილმა.

 

ნანახია: 493 - ჯერ