14 აგვისტოს მურთაზ და სოსო აბაშიძეების სახელობის სტადიონზე ,,სპორტისა და შიდა ტურიზმის ცენტრი"-ს ორგანიზებით შვიდკაცა ფეხბურთში ნოდარ ახალკაცის ხსოვნისადმი მიძღვნილი თასის გათამაშება დასრულდა. ტურნირში ხარაგაულის მუნიციპალიტეტის 11 ადმინისტრაციული ერთეულის გუნდი იღებდა მონაწილეობას.
ფინალურ შეხვედრაში ქროლის ( ოსტატი) გუნდმა ვარძიის ფეხბურთელთა გუნდი პენალტების სერიაში დაამარცხა.
გამარჯვებულ გუნდს, ნოდარ ახალკაცის სახელობის გარდამავალი თასი, საკრებულოს წევრმა, ირმა ვაქერ- სებისკვერაძემ გადასცა.
თამაშის დასასრულს 6 ნომინაციაში გამარჯვებული გამოვლინდა, რომელთაც სამშენებლო კომპანია "ოსტატი" ს მიერ დაწესებული პრიზები გადაეცათ:
საუკეთესო მეკარე, ჯონი შეროზია.
საუკეთესო ფეხბურთელი, ჯონი შეროზია.
საუკეთესო თავდამსხმელი, ნიკა ხარაიშვილი.
საუკეთესო მცველი, ირაკლი კიკნაძე.
ვეტერანი ფეხბურთელი, სოსო აბაშიძე.
ბომბარდირი, გიორგი ჭუმბაძე.
,,ოსტატის“ მიერ დაწესებული სპეციალური პრიზები გადაეცათ: ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერის პირველ მოადგილეს, ვარლამ ჭიპაშვილს და სპორტისა და შიდა ტურიზმის ცენტრის დირექტორს, რევაზ შერგელაშვილს.
სამშენებლო კომპანია ,,ოსტატის“ მიერ დაწესებული ფულადი თანხით (1500 ლარი) დაჯილდოვდა გამარჯვებული ქროლის(ოსტატი) გუნდი , ხოლო მეორე ადგილზე გასულ ვარძიის გუნდს 500 ლარი გადაეცა.
სპორტისა და შიდა ტურიზმის ცენტრი მადლობას უხდის სამშენებლო კომპანია "ოსტატი"-ს დამფუძნებელს , შალვა შარიქაძეს, დირექტორს დავით ტაბატაძეს და ქროლის ( ოსტატი) გუნდის პრეზიდენტს, შმაგი კიკნაძეს გაწეული მხარდაჭერისთვის.