სოლომონ მეფის ქუჩაზე კომპანია ,,დაგი+” გზის არსებული საფარის მოფრეზვით სამუშაოებს აწარმოებს.
ხარაგაულის მთავარ ქუჩაზე, გზის 1600 მეტრ მონაკვეთზე , სარეაბილიტაციო სამუშაოებს კომპანია ,,new road”-ის ორი ქვეკონტრაქტორი კომპანია ,,საქ-მილ-სადენ-მშენი“ და ,,დაგი+“ ასრულებს.
სამუშაოების მწარმოებელი კომპანიის წარმომადგენლებთან ყოველდღიურ კომუნიკაციაშია ხარაგაულის მერი, კობა ლურსმანაშვილი.
,,დაბის ცენტრალური გზის რეაბილიტაციას ორი ქვეკონტრაქტორი კომპანია ახორციელებს. მიმდინარეობს ბორდიურების დემონტაჟი. გზის არსებული ძველი საფარის აღება. აქტიურ რეჟიმშია წყალამრიდების და მილხიდების მოწყობა, რაც საკმაოდ მძიმე სამუშაო პროცესია. ამჯერად პირველადი სამუშაოები მიმდინარეობს , რომ ამის შემდეგ ასფალტის საფარის გადაგება დაიწყოს. მონიტორინგს ვუწევთ სამუშაო პროცესს და ასევე ვახორციელებთ ზედამხედველობას, რომ მიწისქვეშა კომუნიკაციები, რომლებზეც საკმაოდ დიდი თანხები დაიხარჯა არ დაზიანდეს -“ აცხადებს კობა ლურსმანაშვილი.
კომპანია ,,საქ-მილ-სადენ-მშენი“ სამუშოებს კრედო ბანკის მიმდებარე ტერიტორიამდე შეასრულებს, კომპანია ,,დაგი +“ რკინიგზის სადგურის ხიდამდე.
ხარაგაულის მთავარ ქუჩაზე, საპროექტო გადაწყვეტილებით გათვალისწინებულია: დაზიანებული საფარის ფენის მოხსნა ფრეზირებით, ტროტუარების მოწყობა გზის ორივე მხარეს. საგზაო ნიშნების განთავსება, მოეწყობა ეზოში შესასვლელები.მოხდება სავალი ნაწილის მონიშვნა, პროექტის ფარგლებში, ასფალტის საფარი 1.6კმ. მონაკვეთზე დაიგება.
პროექტს საქართველოს რეგიონალური განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტი ახორციელებს.