ხარაგაულის მერიამ, სამოქალაქო ბიუჯეტირების პროგრამის ფარგლებში გამარჯვებულ პროექტებზე ტენდერი გამოაცხადა.
პროგრამის ფარგლებში ტენდერი დამთავრებულია და წინადადებების მიღება უკვე დაწყებულია სამ პროექტზე.
ეს პროექტებია: ხარაგაულში ფრენბურთის მოედნის მშენებლობა - პროექტის ღირებულება 23 ათას 444 ლარი.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ კიცხში ,,ლილეს წყაროს“ მშენებლობა. პროექტის ღირებულება 7 ათას 224 ლარი.
ხარაგაულის სერზე ტურისტული-რეკრეაციული სივრცის „ჩაიფიქრე ხარაგაული” შექმნა. პროექტის ფარგლებში დაგეგმილია საქანელას, ტურისტული სასურათე ჩარჩოს წარწერით ,,ჩაიფიქრე ხარაგაული“ და ფანჩატურის მოწყობა. პროექტის ღირებულება 10 ათას 949 ლარი.
ტენდერი მიმდინარეობს პროექტებზე: ვერტყვიჭალაში ტრენაჟორებისა და ფანჩატურის მოწყობა. პროექტის ღირებულება -23 907 ლარი.
სოფელ ღორეშაში მინი ფეხბურთის მოედნის მოწყობა. პროექტის ღირებულება - 27 367 ლარი.
ხარაგაულის მერიამ, სამოქალაქო ბიუჯეტის პროექტი გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მხარდაჭერით განახორციელა.