სიახლეები
https://new.admin.kharagauli.ge/images/_DSC0368%20(1).JPG

ხარაგაულის კინოთეატრში, კინოქალაქი ,,სინემა“ საზეიმოდ დაიხურა

კინოთეატრში, ხარაგაულის მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლისა და თბილისის მოსწავლეთა ეროვნული სასახლის, სტუდია ,,პიონერ ფილმის" მოსწავლეებმა ერთობლივი შემაჯამებელი ღონისძიება გამართეს.

 მოეწყო ფილმის ,,რწყილი და ჭიანჭველას“ პრემიერა, რომელიც კინო ქალაქი ,,სინემა“-ს გადამღებმა ჯგუფმა ხარაგაულში გადაიღო. ფილმში ყველა პერსონაჟის ხარაგაულელები ასახიერებენ, მთავარი როლის შემსრულებლები კი პატარა მსახიობები: ანა ჭუმბურიძე და სოლომონ კურტანიძე არიან.

 საზეიმო დახურვაზე წარმოდგენილი იყო თამაზ სანებლიძის ლექსების მიხედვით აწყობილი ლიტერატურული კომპოზიცია ,,კოკროჭინა იმერეთი“.

 სტუდია"პიონერ ფილმის" ხელმძღვანელმა, გრიგოლ ჩიგოგიძემ აღნიშნა, რომ ხარაგაულში სტუმრობა ყოველთვის სასიხარულოა, რადგან, აქ გამორჩეულად თავაზიანი, ყურადღებიანი და სტუმართმოყვარე ადამიანები ცხოვრობენ.

 გრიგოლ ჩიგოგიძე:,,ბედნიერები ვბრუნდებით თბილისში, საინტერესო და საოცარი დღეები გაატარეს ბავშვებმა, მათ არასოდეს დაავიწყდებათ და ყოველთვის სიხარულით გაიხსენებენ თითოეულ დღეს.“

 მოსწავლე ახალგაზრდობის სახლის დირექტორის, ჰამლეტ ბერაძის ინფორმაციით, კინო ქალაქ „სინემას“ წარმომადგენლებთან ერთად, ყოველი დღე საინტერესოდ დატვირთული იყო. განხორციელდა საინტერესო აქტივობები, ჩამოყალიბდა თბილი და მეგობრული ურთიერთობები,რომელიც მომავალში აუცილებლად გაგრძელდება.

მოსწავლე - ახალგაზრდობის სახლის დირექტორმა, ჰამლეტ ბერაძემ, ,,პიონერ ფილმის" ხელმძღვანელ, გრიგოლ ჩიგოგიძესთან ერთად, ღონისძიების მონაწილე უმცროსი და უფროსი თაობის წარმომადგენლებს, სამახსოვრო საჩუქრები და სიგელები გადასცა.

 

ნანახია: 127 - ჯერ