საქარათველოს თავდაცვის ძალების ეროვნული გვარდიის წარმომადგენლებმა ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიაში შეხვედრა გამართეს.
შეხვედრას მერის პირველი მოადგილე, ვარლამ ჭიპაშვილი, სამხედრო გაწვევისა და აღირცხვის სამსახურის უფროსთან, გრიგოლ ჭიპაშვილთან და მერის წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო.
შეხვედრაზე ეროვნული გვარდიის ასმეორე კადრირებული ბატალიონის მეთაურმა ვიცე პოლკოვნიკმა, ჯაბა მუხურაძემ დეტალურად განმარტა ტერიტორიულ რეზერვში ჩარიცხვის პირობები, რეზერვის შევსების წყაროები და რეგისტრაციასთან დაკავშირებული საკითხები.
მერის პირველმა მოადგილემ, ვარლამ ჭიპაშვილმა მერის წარმომადგენლებს , სამხედრო აღრიცხვიანობის და გაწვევის სამსახურთან კოორდინირებით, მსურველთა რეგისტრაციაში დროული ჩართვა და მოსახლეობის სწორი და დროული ინფორმირება დაავალა.
ტერიტორიულ რეზერვში მიიღებიან:
ქ. თბილისის, მცხეთის, კახეთის, ქვემო ქართლის, იმერეთის, აჭარის, გურიის, სამეგრელოსა და სამცხე-ჯაცახეთის რეგიონებში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეობის მქონე პირები 18 დან 51 წლის ჩათვლით, მათ შორის სტუდენტები 18 დან 22 წლის ჩათვლით.
ტერიტორიულ რეზერვში ჩარიცხულ მოქალაქეებს გაუფორმდებათ 4 წლიანი კონტრაქტი.
მიღების პროცედურები მოიცავს:
სამხედრო - სამედიცინო შემოწმებას;
გასაუბრებას.
სავალდებულო და/ან საკონტრაქტო სამსახურ გავლილი პირებიდან პრიორიტეტი ენიჭება ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანებს, სამხედრო და საბრძოლო გამოცდილების, ან შესაბამისი სამხედრო სააღრიცხვო სპეციალობის მქონე პირებს.
საბრძოლო მომზადება ითვალისწინებს:
წლის განმავლობაში 45 დღემდე პერიოდს, რომელიც თანაბრად ნაწილდება 12 თვეზე;
შეკრებაზე გამოცხადების თარიღები წინასწარ არის ცნობილი;
ქვედანაყოფის საველე შეკრებებზე რეზერვისტი რეალურ საბრძოლო უნარებს იძენს.
რეზერვში სამსახურის დროს:
რეზერვისტი სარგებლობს სამედიცინო მომსახურებით;
უზრუნველყოფილია სოციალური და სამართლებლივი დაცვით;
სტუდენტებს, სარეზერვო სამსახურის ერთი კონტრაქტის დასრულების შემდეგ, სამხედრო სავალდებულო სამსახური გავლილად ჩაეთვლებათ.
განაცხადების მიღება:
საბუთების მიღება მიმდინარეობს ყოველ სამუშაო დღეს 10:00 საათიდან 16:00 საათამდე, პარასკევს 10:00 საათიდან 12:00 საათამდე, შემდეგ მისამართებზე:
ქ. თბილისი, ეროვნული გვარდია, გორგასლის ქ. #89; ტელ: 595 05 06 85;
ქ. ქუთაისი, ფ.ვარლამიშვილის ქ.#52; ტელ: 591 19 60 70
ქ. თელავი - ეროვნული გვარდიის მე-20 კადრირებული ბრიგადა, თამარის ქ. N36; ტელ: 591 17 55 03; 577 19 58 26
გარდაბნის რ-ნი სოფ. მთისძირი - წვრთნებისა და სამხედრო განათლების მხარდამჭერი ცენტრი „კრწანისი ტელ: (995) 577 19 82 83
სენაკი - დასავლეთ სარდლობის მე-2 ქვეითი ბრიგადა, ცერცვაძის ქ. #1ტელ: 595 80 4942
ბათუმი - ეროვნული გვარდიის მე - 10 კადრირებული ბრიგადა, ადლიის ქ.# 76, ტელ: 591 17 55 14; 577 19 73 05
ქ.ახალციხე, კოსტავას ქ. #1ტელ: 591 55 05 68; 577 19 23 90
მსურველებს ასევე შეუძლიათ ონლაინ რეგისტრაცია: onlinebct.mod.gov.ge
ამ ეტაპზე შერჩეული რეზერვისტების შეკრება, ოქტომბრის თვეში დაიწყება.