სიახლეები
https://new.admin.kharagauli.ge/images/_DSC0350.JPG

,,მაცეკვე ტანგო“ - ხარაგაული იმერეთის საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალს მასპინძლობდა 

 პრემიერა ხარაგაულის კინოთეატრში გაიმართა. სპექტაკლის საპრემიერო ჩვენებას, ხარაგაულის მერი, კობა ლურსმანაშვილი, მერის პირველი მოადგილე, ვარლამ ჭიპაშვილი, პიესის ავტორი, დრამატურგი, ნინო მირზიაშვილი , მესხიშვილის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი , გიორგი თავაძე, ყაზახეთის თეატრის რეჟისორი, გულსინა მირგალიევა, იმერეთის თეატრალური ფესტივალის ორგანიზატორები და ფესტივალის პროფესიული ჟიური ესწრებოდა.

სპექტაკლმა მაყურებლის დიდი მოწონება და მქუხარე აპლოდისმენტები დაიმსახურა.

 პიესის ავტორი, ნინო მირზიაშვილი:

,,ძალიან ბედნიერი ვარ. აღფრთოვანებული ვარ ქალბატონი ირინე ჩხეიძის რეჟისურით ,მან თავისი განსაკუთრებული  ნიუანსები შეიტანა სპექტაკლში ,  რაც ძალიან კარგად გამოუვიდა. მსახიობები შესანიშნავად თამაშობდნენ, ძალიან საინტერესო და სანახაობრივი სპექტაკლია  და დიდი  მადლობა ხარაგაულის თეატრს იმ სიხარულისთვის , რომელიც მათ მომანიჭეს“.

სპექტაკლის რეჟისორი, ირინე ჩხეიძე გახლავთ.

მონაწილეობდნენ: ირინე ჩხეიძე,ბათუ კიკნაძე, ლია ჭიპაშვილი, ნიკოლოზ მაჭავარიანი, გიორგი მაქაძე, ვასილ კიკნაძე.

თეატრალური ფესტივალის ფარგლებში , იმერეთის მასშტაბით,  17 სპექტაკლი იქნება წარმოდგენილი.

სპექტაკლებს პროფესიული ჟიური შეაფასებს და ფესტივალის ბოლოს სხვადასხვა ნომინაციებში გამარჯვებულები გამოვლინდებიან.

 ფესტივალის დახურვა ლადო მესხიშვილის სახელობის პროფესიულ თეატრში 1 ივლისს გაიმართება.

ნანახია: 2996 - ჯერ