სიახლეები
https://new.admin.kharagauli.ge/images/_DSC0232.JPG

რა სახის მომსახურება შესთავაზა ხარაგაულში მცხოვრებ უკრაინელ ლტოლვილებს სპორტისა და ტურიზმის განვითარების ცენტრმა

ხარაგაულში მცხოვრებმა უკრაინელმა ლტოლვილებმა, დღეს, სპორტისა და ტურიზმის განვითარების ცენტრისგან, საინტერესო შეთავაზებები მიიღეს.

ქალაქ ხერსონიდან ლტოლვილმა ინნა კუზმენკოვამ და მისმა 13 წლის ვაჟმა სპორტისა და ტურიზმის განვითარების ცენტრის დირექტორის, რევაზ შერგელაშვილის და ფეხბურთის მწვრთნელ, გოჩა გელაშვილისგან საჩუქრად ფეხბურთის სათამაშო ბურთი, სპორტულ წრეებზე სიარულის და სატრენაჟორო დარბაზით სარგებლობის უფასო აბონიმენტი მიიღეს.

როგორც 13 წლის ვოვა კუზმენკოვამ გვითხრა ის ხერსონში თავისუფალ ჭიდაობაზე დადიოდა და უხარია, რომ ექნება შესაძლებლობა ვარჯიში და მეცადინეობა კვლავ გააგრძელოს.

სატრენაჟორო დარბაზით სარგებლობის უფასო აბონიმენტი მიიღო ასევე საშა სტარინის ოჯახმა. საშა ქალაქ ხარკოვიდან ხარაგაულში , მშობლებთან, მეუღლესთან და პატარა გოგონასთან ერთად მარტის თვეში ჩამოვიდა.

შეთავაზება უკრაინელებისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა და სპორტისა და ტურიზმის განვითარების ცენტრის დირექტორს, ასეთი ჟესტისთვის მადლობა გადაუხადეს.

ნანახია: 110 - ჯერ