სიახლეები
https://new.admin.kharagauli.ge/images/_DSC0235_3.JPG

ცოცხალი წიგნები სოფლად - მკითხველთან შეხვედრები მარელისსა და ვახანში გაიმართა

ხარაგაულის ცენტრალურმა ბიბლიოთეკამ კამპანია ,,ცოცხალი წიგნები - სოფლად“ დაიწყო.

მკითხველთან  ურთიერთობის ასეთი ფორმატი საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ცნობილი პროექტის ,,ცოცხალი წიგნები“ გამოძახილია.

შეხვედრები მკითხველთან, ღია სივრცეში,  სოფელ მარელისსა და ვახანში გაიმართა.

მსმენელის წინაშე თავიანთი შემოქმედებით წარსდგნენ ხარაგაულის  ,,ცოცხალი წიგნები“:  იზა ვეფხვაძე, გურამ სახვაძე, ზეინაბ ბუაჩიძე, მამუკა ჭიპაშვილი,სპარტაკ ლაცაბიძე, ნანუკა ჭანკვეტაძე.

როგორც კულტურისა და ხელოვნების ცენტრის დირექტორი , მამუკა ჭიპაშვილი განმარტავს,

მკითხველთან შეხვედრები ზაფხულის პერიოდში ხარაგაულის სხვა სოფლებშიც ჩატარდება.

 

ნანახია: 84 - ჯერ