სიახლეები
https://new.admin.kharagauli.ge/images/_DSC0080_2.JPG

ორშაბათის ტრადიციული თათბირი გაიმართა

თათბირს ხარაგაულის მერის პირველი მოადგილე, ვარლამ ჭიპაშვილი ხელმძღვანელობდა, რომელსაც მერის მოადგილე, დავით დევდარიანი, მერიის ეკონომიკისა და ქონების მართვის სამსახურის უფროსი, ინგა ლურსმანაშვილი,მერის თანაშემწე , ჟანა ნემსაძე და   საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის ცენტრის უფროსი, ალექსანდრე ტაბატაძე ესწრებოდნენ.

  ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში დაგეგმილი პროექტების განხორციელება იწყება. ამის შესახებ თათბირზე განცხადება მერის მოადგილე, დავით დევდარიანმა გააკეთა.

თათბირზე მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლებს დაევალათ აქტიური მონაწილეობა მიიღონ  სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებების განხორციელებაში.

 მერის პირველი მოადგილე, ვარლამ ჭიპაშვილი:

,,ჩვენი მთავარი მიზანია, ყველა პროექტი დროულად და ხარისხიანად განხორციელდეს. მერის წარმომადგენლებმა თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში სამუშაოებზე მკაცრი კონტროლი უნდა განახორციელონ, რომ მოსახლეობის მოთხოვნები მაქსიმალურად  დაკმაყოფილდეს.“

ივნისის თვე აქტიური იქნება სოციალური მიმართულებით.  სოციალურ საკითხთა კომისია მოქალაქეების განცხადებების  განხილვისას და გადაწყვეტილებების მიღებისას  მერის წარმომადგენელების შეფასებებს დაეყრდნობა.

ეკონომიკისა და ქონების მართვის სამსახურის უფროსის, ინგა ლურსმანაშვილის განცხადებით ,  ხარაგაულის მერია ინვენტარიზაციის საკმაოდ შრომატევად პროცესს იწყებს. სპეციალური ჯგუფი გასვლით სამუშაო შეხვედრებს თითოეულ ადმინისტრაციულ ერთეულში ჩაატარებს.

 

 

ნანახია: 62 - ჯერ