სიახლეები
https://new.admin.kharagauli.ge/images/qeqwe_DSC0076.JPG

ლაშეში,  ცქიტიშვილების უბანში გზაზე ბეტონის საფარი დაიგო

სოფელ ლაშეში , ცქიტიშვილების უბანში გზის რეაბილიტაციის სამუშაოები დასრულდა.

გადასაადგილებლად რთულ მონაკვეთზე ბეტონის საფარი რეგიონული განვითარების ფონდის დაფინანსებით დაიგო.

სამუშაოები მერის მოადგილემ, დავით დევდარიანმა, მერიის ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამსახურის უფროსთან, პეტრე შარიქაძესთან ერთად დაათვალიერა.

ხარაგაულში რეგიონული განვითარების ფონდიდან დაფინანსებული პროექტების განხორციელება აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს.

ხარაგაულს ინფრასტრუქტურული პროექტების განსახორციელებლად, რეგიონული განვითარების ფონდიდან, პირველ ეტაპზე 2 775 762 ლარი გამოეყო, რომლითაც 19 პროექტი დაფინანსდა.

რგფ-ის დაფინანსებით წელს ხარაგაულში გზები ყველაზე ძნელად გადასაადგილებელ მონაკვეთებზე რეაბილიტირდება.

ნანახია: 1193 - ჯერ