ახალსოფლის ცენტრალური გზის რეაბილიტაციის სამუშაოებზე 265 ათასი ლარი დაიხარჯა.რეგიონული განვითარების ფონდიდან დაფინანსებული პროექტი დასრულდა.
გარდამავალი პროექტის ფარგლებში სრულად მობეტონდა ისლარი,ფარცხნალი, ახალსოფელი , ოკიშურას დამაკავშირებელი გზა.
დავით დევდარიანი:
,, პროექტის მესამე ეტაპი დასრულდა. კომპანიამ 2022 წლის ვალდებულება წისწრებით შეასრულა . პროექტის ფარგლებში მოხდება სანიაღვრეების მოწყობა , მობეტონდა მოსახლეობის ეზოებში მისასვლელი გზა.ეკონომიების ხარჯზე გაკეთდა ჩიხებში შესასვლელი გზებიც."
სამუშაოებს კომპანია ,,მეკა" ასრულებს. აღნიშნული გზით ოთხი სოფელი სარგებლობს.
ინფორმაციისთვის, რეგიონული განვითარების ფონდის დაფინანსებით, ხარაგაულში, მიმდინარე წელს, ახალი გზა 19 სოფელში გაკეთდება.