სიახლეები
https://new.admin.kharagauli.ge/images/low_DSC0048.JPG

საკადრო ცვლილებები ხარაგაულში

ხარაგაულის მერმა , კობა ლურსმანაშვილმა დღეს საკადრო ცვლილებების შესახებ ოფიციალური განცხადება გააკეთა.

მერის გადაწყვეტილებით, ა(ა)იპ  ,,მოსწავლე - ახალგაზრდობის სახლს" ახალი დირექტორი ჰყავს.

აღნიშნული პოზიციას ჰამლეტ ბერაძე დაიკავებს,რომელიც  2005 - 2019 წლებში ბორის სკოლა - პანსიონის დირექტორი გახლდათ.

დირექტორის მოადგილის პოზიციაზე გააგრძელებს საქმიანობას  მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლის დირექტორი მაია ბლუაშვილი.

   ა(ა)იპ ,, კულტურისა და ხელოვნების ცენტრის”  მამუკა ჭიპაშვილი უხელმძღვანელებს, რომელიც ამ დრომდე  სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანების დირექტორი გახლდათ.

ეთერ კიკნაძის სახელობის სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანების დირექტორის მოვალეობას თამარ ლაცაბიძე შეასრულებს.

მერის მრჩევლის პოზიციაზე, კულტურის საკითხებში  გააგრძელებს საქმიანობას ნიკოლოზ მაჭავარიანი, რომელიც დღემდე ,,კულტურისა და ხელოვნების ცენტრის" დირექტორის პოზიციას იკავებდა.

კობა ლურსმანაშვილის  განცხადებით, საკადრო ცვლილებების მიზანი ეფექტური საქმიანობის განხორციელება, ახალი მენეჯმენტით ახალ შედეგებზე გასვლა და საზოგადოებისთვის საინტერესო და მნიშვნელოვანი პროექტების შეთავაზებაა.

ხარაგაულის მერი ახლად დანიშნულ ხელმძღვანელ პირებს , ოფიციალურად, უახლოეს დღეებში წარადგენს.

 

ნანახია: 260 - ჯერ