სიახლეები
https://new.admin.kharagauli.ge/images/277823296_961128527919520_2318689296491383867_n.jpg

,,იმერული რექვიემი“ - სპექტაკლი უკრაინისადმი სოლიდარობის ნიშნად

ხარაგაულის თეატრი  უკრაინისადმი სოლიდარობის ნიშნად სპექტაკლს გამართავს.

ოთარ აბაშიძის სახელობის თეატრის რეჟისორის ირინე ჩხეიძის ინფორმაციით,

სპექტაკლიდან შემოსული თანხა, უკრაინელი ხალხის დასახმარებლად ხარაგაულის მერიის მიერ გახსნილ ანგარიშზე გადაირიცხება.

ვფიქრობთ ამ ფორმით, ჩვენი შემოქმედებით ,მცირედი წვლილი მაინც შევიტანოთ უკრაინელი ხალხის დახმარების საქმეში.

,,ვფიქრობთ ამ ფორმით, ჩვენი შემოქმედებით ,მცირედი წვლილი მაინც შევიტანოთ უკრაინელი ხალხის დახმარების საქმეში" - აღნიშნავს ირინე ჩხეიძე.

ხარაგაულის თეატრი  ქართველი დრამატურგის , რეზო კლდიაშვილის სპექტაკლს  „იმერული რეკვიემი“  სამშაბათს, 12 აპრილს , კინოთეატრში 15 საათზე წარმოადგენს.

ნანახია: 949 - ჯერ