სიახლეები
https://new.admin.kharagauli.ge/images/_DSC0100.JPG

რა საკითხები განიხილეს საკრებულოს სხდომაზე

 4 აპრილის ხარაგაულის საკრებულოს მორიგ სხდომას, მერის პირველი მოადგილე, ვარლამ ჭიპაშვილი ესწრებოდა.

სხდომას საკრებულოს თავმჯდომარე მანანა ბარბაქაძე ხელმძღვანელობდა.

დეპუტატებმა დადებითად შეაფასეს  მერიის არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახურის მიერ წარმოდგენილი ანგარიში.

ასევე დადებითად შეფასდა შ. ბუაჩიძის სახელობის სამუსიკო სკოლისა და მოსწავლე ახალგაზრდობის სახლის ანგარიშები გაწეულ საქმიანობასთან დაკავშირებით.

სხდომაზე იმსჯელეს განვითარებისა და სოციალური რეაბილიტაციის ცენტრ „თაირისი“-სათვის ფართის გადაცემასთან დაკავშირებით.

საკითხი მერიის ეკონომიკისა და ქონების მართვის სამსახურის უფროსმა, ინგა ლურსმანაშვილმა წარადგინა.

მისი განცხადებით „თაირისი“ ხარაგაულში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე და სოციალურად დაუცველი ბავშვებისთვის პროგრამას ახორციელებს.   პროგრამა, რომ გაგრძელდეს, ყოფილი ბიბლიოთეკის შენობაში არსებული ფართი 38,44 კვ.მ,  “თაირისს“ იჯარით, ორი წლის ვადით უნდა გადაეცეს.

სხდომაზე ასევე განიხილეს დღის წესრიგით გათვალისწინებულ სხვა საკითხებიც.

 

 1.ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 24 აგვისტოს N 33 .დადგენილებაში  „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს  საკრებულოს წევრების (გარდა    საკრებულოს    თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების   განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების   ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე

            მომხსენებელი: პავლე კიკალიშვილი

 

2.ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის #11

      დადგენილებაში,,ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების

      ( რეგლამენტის) დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე

         მომხსენებელი: მანანა ბარბაქაძე                                                                                          

 

 

3.ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის №17 დადგენილებაში ,,ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ცვლილების შეტანის თაობაზე

            მომხსენებელი: კახაბერ გოლუბიანი

  1. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის    საკრებულოს  2014  წლის  2  სექტემბრის  N36 დადგენილებაში  ,,ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკისა და ქონების მართვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე

         მომხსენებელი: ინგა ლურსმანაშვილი

5.ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 2 სექტემბრის №31 დადგენილებაში ,,ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე

             მომხსენებელი: კახაბერ გოლუბიანი

 

 6..ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 2 სექტემბრის №35 დადგენილებაში ,,ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“, დანართში ცვლილების შეტანის თაობაზე

               მომხსენებელი: ნანა კიკნაძე

 

7.ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 7 ივნისის №15 დადგენილებაში,,ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის ,, სახელმწიფო შესყიდვებისა და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ ‘’ ცვლილების შეტანის თაობაზე

             მომხსენებელი: ზურაბ იჩქიტიძე

8.ხარაგაულის მუნიციპალიტეტის  საკრებულოს  2014  წლის 14 ივლისის  N19  დადგენილებაში ,,ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის პოლიტიკური თანამდებობის პირთა, პროფესიულ საჯარო მოხელეთა და ადმინისტრაციულ ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა საშტატო ნუსხისა და თანამდებობრივი სარგოების განსაზღვრის შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე

 

            მომხსენებელი: კახაბერ გოლუბიანი

 

 

ნანახია: 570 - ჯერ