სიახლეები
https://new.admin.kharagauli.ge/images/sakrebulo-logo_10.png

4 აპრილს საკრებულოს მორიგი სხდომა გაიმართება

4 აპრილს, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულო, მორიგ სხდომას გამართავს. სხდომაზე წარდგენილი იქნება მერიის ზედამხედველობისა და არქიტექტურის  სამსახურის ანგარიში.

გთავაზობთ, დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებს:

 

  1. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის  მერიის ზედამხედველობისა და არქიტექტურის სამსახურის  ანგარიში გაწეული მუშაობის შესახებ

        მომხსენებელი: ზურაბი ბანცაძე

  1. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი- ს „მოსწავლე ახალგაზრდობის სახლი“-ს  ხელმძღვანელის ანგარიში გაწეული საქმიანობის შესახებ

                                                                                                              

       მომხსენებელი: მაია ბლუაშვილი

  1. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი- ს „სამუსიკო სკოლის“

ხელმძღვანელის ანგარიში გაწეული საქმიანობის შესახებ

      მომხსენებელი: ლალი ალექსიძე

                                                                                                     

  1. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 24 აგვისტოს N 33 დადგენილებაში  „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს  საკრებულოს წევრების (გარდა    საკრებულოს    თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების   განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების   ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე

            მომხსენებელი: პავლე კიკალიშვილი

 

  1. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის #11

      დადგენილებაში,,ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების

      ( რეგლამენტის) დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე

         მომხსენებელი: მანანა ბარბაქაძე                                                                                          

  1. ხარაგაულის  მუნიციპალიტეტის  საკუთრებაში  არსებული დაბა ხარაგაულში  9 აპრილი ქუჩა N 8-ში მდებარე შენობა-ნაგებობის ფართიდან 38,44 კვ.მ ფართის (ს/კ 36.01.33.075) ა .(ა) ი პ განვითარებისა და სოციალური რეაბილიტაციის ცენტრ „თაირისი“-სათვის პირდაპირი განკარგვის წესით  სასყიდლით, იჯარის ფორმით, ორი წლის ვადით გადასაცემად ხარაგაულის მუნიციპალიტეტის  მერისთვის თანხმობის მიცემის შესახებ

            მომხსენებელი: ინგა ლურსმანაშვილი

 

 

  1. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის №17 დადგენილებაში ,,ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ცვლილების შეტანის თაობაზე

            მომხსენებელი: კახაბერ გოლუბიანი

  1. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის    საკრებულოს  2014  წლის  2  სექტემბრის  N36 დადგენილებაში  ,,ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკისა და ქონების მართვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე

         მომხსენებელი: ინგა ლურსმანაშვილი

  1. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 2 სექტემბრის №31 დადგენილებაში ,,ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე

             მომხსენებელი: კახაბერ გოლუბიანი

 

 

  1. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 2 სექტემბრის №35 დადგენილებაში ,,ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“, დანართში ცვლილების შეტანის თაობაზე

               მომხსენებელი: ნანა კიკნაძე

 

  1. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 7 ივნისის №15 დადგენილებაში,,ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის ,, სახელმწიფო შესყიდვებისა და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ ‘’ ცვლილების შეტანის თაობაზე

             მომხსენებელი: ზურაბ იჩქიტიძე

  1. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის  საკრებულოს  2014  წლის 14 ივლისის  N19  დადგენილებაში ,,ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის პოლიტიკური თანამდებობის პირთა, პროფესიულ საჯარო მოხელეთა და ადმინისტრაციულ ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა საშტატო ნუსხისა და თანამდებობრივი სარგოების განსაზღვრის შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე

 

            მომხსენებელი: კახაბერ გოლუბიანი

 

 

 

 

 

ნანახია: 927 - ჯერ