სიახლეები
https://new.admin.kharagauli.ge/images/571f68f4dfba0.jpg

17 მარტს ხარაგაულში სისხლის უანგარო გაცემის აქცია გაიმართება

ხუთშაბათს, 11 საათზე, ხარაგაულის მერიის ადმინისტრაციულ შენობაში  სისხლის უანგაროდ გაცემის აქცია  გაიმართება.

კობა ლურსმანაშვილი: ,,ხარაგაულის მერია გამოხატავს სოლიდარობას და მონაწილეობას იღებს სისხლის უანგარო დონორის აქციაში, ყველას ვთხოვ, მაქსიმალურ ჩართულობას და თანამონაწილეობას. ვფიქრობ, ეს ქველმოქმედების ერთ-ერთი სახეა და ხარაგაული აქაც ღირსეულად გამოხატავს თავის სრულ მხარდაჭერას ადამიანების მიმართ.“

რა უნდა იცოდე , რომ გახდე სისხლის დონორი

სისხლის დონორი შეიძლება გახდეს ნებისმიერი ჯანმრთელი ადამიანი 18 - დან 65 წლამდე , თუ :

თქვენი წონა 50 კგ და მეტია

არ გაქვთ გადატანილი ვირუსული ჰეპატიტი B და  C , შიდსი, სიფილისი

არ ხართ დაავადებული მალარიით

არ ხართ ნარკოტიკის მომხმარებელი

ბოლო 3 თვის განმავლობაში არ გაქვთ გადატანილი ქირურგიული ოპერაცია

2 თვის მანძილზე არ გაგიკეთებიათ ტატუ

არ გქონიათ სხვის სისხლთან კონტაქტი

ქალებს ბოლო 6 თვის მანძილზე არ ჰქონიათ ორსულობა

ბოლო 1 წლის განმავლობაში არ გაგიკეთებიათ ცოფის საწინააღმდეგო აცრა

 

ინფორმაცია კოვიდინფექციასთან დაკავშირებით:

სისხლის ჩაბარება შესაძლებელია: კოვიდინფექცირებიდან 2 კვირის შემდეგ

კოვიდვაქცინაციიდან 2 კვირის შემდეგ

 

გამოკვლევის შედეგები მოგეწოდებათ ინდივიდუალურად , დახურულ კონვერტებში

            ,,გაიღე სისხლი, გაუზიარე სიცოცხლე“.

 

 

 

ნანახია: 1052 - ჯერ