სიახლეები
https://new.admin.kharagauli.ge/images/_DSC0615.JPG

ხარაგაულში, ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპული მეომრების დედებს დედის დღე მიულოცეს

ხარაგაულის მერიამ, დედის დღე, მრავალშვილიან, მარტოხელა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ომში დაღუპული ჯარისკაცების დედებს მიულოცა.

მერი , კობა ლურსმანაშვილი:

,,მინდა დღეს, ყველა დედას, განსაკუთრებულად ვუსურვო მშვიდობა. საქართველოს ისტორია ქალების, დედების გმირობის, თავდადებისა და გამძლეობის მაგალითია. სწორედ ყველაზე ძლიერ ადამიანებს ვულოცავ გაზაფხულის პირველ და ულამაზეს დღესასწაულს, დედის დღეს!"

დედებს, დედის დღე, უშუალოდ მიულოცა მერის პირველმა მოადგილემ, ვარლამ ჭიპაშვილმა. მერიის სახელით საჩუქარები გადაეცათ  აფხაზეთის ომში დაღუპული გმირების დედებს:  აზა კაპანაძეს, დარეჯან მუმლაძეს, ანნა ბაბლიძეს, ზინა თაბაგარს, მარინა გლუნჩაძეს,  თინა პაქსაშვილს და  როენა და ანა ჭყოიძეს.

მერის პირველი მოადგილე, ვარლამ ჭიპაშვილი:,,გაზაფხულის ამ ლამაზ დღეს ვულოცავ ყველა ქალბატონს, მომავალ დედებს. განსაკუთრებთ კი მინდა მივულოცო ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპული მეომრების დედებს და მადლობა გადავუხადო გმირი შვილების გაზრდისთვის,რომელმაც თავი შესწირეს ჩვენი ქვეყნის ერთიანობას”.

მერიის სოციალური სამსახურის , კულტურის სამსახურის და ბავშვთა უფლებების დაცვის და მხარდაჭერის განყოფილების ურთიერთ თანამშრომლობით, მუნიციპალიტეტის მასშტაბით, დედის დღესთან დაკავშირებით, ხარაგაულის მერიის სახელით, საჩუქრები (საოჯახო ტექნიკა) და ყვავილები მრავალშვილიან (7 და მეტი შვილი), მარტოხელა (რომლებიც შშმ ბავშვებს ზრდიან) და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ომში დაღუპული ჯარისკაცების დედებს გადაეცათ.

ხარაგაულის მერია გამოხატავს პატივისცემას და მზაობას მრავალშვილიანი დედების დახმარებისა და მხარდაჭერისთვის.

ჩვენ გვახსოვს და პატივს მივაგებთ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ომში დაღუპული გმირებს და მათ დედებს.

მერია ზრუნავს მოწყვლადი ჯგუფების წარმომადგენლებზე.

 

ნანახია: 1150 - ჯერ