სიახლეები
https://new.admin.kharagauli.ge/images/marvaccine.jpg

სოფელ მარელისსა და მოლითში, ვაქცინაციის მარათონი , მაღალი აქტივობის ფონზე წარიმართა

ხარაგაულში ვაქცინაციის მარათონი გრძელდება. სოფელ მარელისსა და მოლითში ადგილობრივ მაცხოვრებლებს  შესაძლებლობა ჰქონდათ, ვაქცინაციით, ადგილობრივად, სოფლიდან გაუსვლელად, მობილური ამცრელი ბრიგადების საშუალებით ესარგებლათ.
 
დღის განმავლობაში ვაქცინაციის პროცესს  მერიის  ჯამრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის უფროსი, ნანა კიკნაძე და ა(ა)იპ ,,საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის" დირექტორი ალექსანდრე ტაბატაძე აკვირდებოდნენ.
 
ვაქცინაცია ,,სინოვაკის,“
,,სინოფარმისა“ და ,,ფაიზერის“ვაქცინით ჩატარდა.  შესაძლებელი იყო, როგორც პირველი და მეორე დოზის, ასევე, ბუსტერდოზის გაკეთებაც.
 
ირმა გიორგაძე , ექიმი: 
 
,,დღევანდელი აქცია მიეძღვნა ხარაგაულს, სადაც სოფელ მარელისსა და მოლითში მარათონის პირობებში ჩავატარეთ აცრა. მოსახლეობის მხრიდან დაფიქსირდა  ძალიან კარგი აქტივობა, ვაქცინაციია პროცესი მშვიდობიანად წარიმართა და  მოვუწოდებ ყველას ,რომ აიცრან რათა ამ ვირუსის მიმართ ბრძოლის უნარი გამოიმუშაონ.
 
საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორი, ალექსანდრე ტაბატაძე: 
 
,,შემდეგი ვაქცინაციის მარათონი  მომართვიანობის შესაბამისად დაიგეგმება. ხარაგაულის მერია და საზოგადოებრივი ჯანდაცვა   მზადყოფნას გამოთქვამს ორგანიზება გაუწიოს ამ პროცესს და მობილურ ამცრელ ბრიგადასთან ერთად ვაქცინაციის პროცესი დაგეგმოს იმ სოფელში ,სადაც აცრის  მეტი მსურველი იქნება.
 
ალექსანდრე ფუხაშვილი,სოფელ სერბაისის მკვიდრი: 
 
,,ვარ 88 წლის, დღეს პფაიზერის ბუსტერ დოზა გავიკეთე, თავს კარგად ვგრძნობ, ვფიქრობ ვაქცინაცია იცავს ადამიანებს ამ საშიში ვირუსისგან. ყველას ვთხოვ აიცრან და დაიცვან თავიანთი თავიც და საზოგადოებაც.
 
,,ვაქცინაციის მარათონი" იმუნიზაციის  პოპულარიზაციისა და კოვიდ-19- ის საწინააღმდეგო ვაქცინით მოსახლეობის მოცვის გაზრდის მიზნით, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ინიციატივით იმართება, რომელიც სოფლად მცხოვრები 50 წლის და უფროსი ასაკის  მოსახლეობის ადგილზე  აცრას გულისხმობს, რაც თავის მხრივ,  ავადობის შემცირებასა და შესაძლო გართულებების თავიდან აცილებას განაპირობებს აღნიშნულ ასაკობრივ ჭრილში. 
 
 ინფორმაციისთვის, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, თებერვლის ბოლომდე, 50 წელს გადაცილებულ მოქალაქეებს აცრის შემთხვევაში 200 ლარი გადაეცემათ, ასევე, 50 წელს გადაცილებული ყველა ის მოქალაქე, რომელიც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის ორი დოზით არის აცრილი და ,,ბუსტერ" - მესამე დოზა აცრას გაიკეთებს, 100 ლარს მიიღებს.
 
მუნიციპალიტეტში  ვაქცინაცია ორ ლოკაციაზე ხორციელდება. რეგიონული ჯანდაცვის ცენტრის ხარაგაულის სამედიცინო დაწესებულებასა და ბორითის გადაუდებელი დახმარების კლინიკაში.
 
ხარაგაულში  შესაძლებელია როგორც სწრაფი ისე PCR კვლევა. არიან ოჯახები,  რომლებთაც არ შეუძლიათ კოვიდ კვლევის ჩასატარებლად ადგილზე მოსვლა. (ძირითადად შშმ პირები ან უკიდურესად გაჭირვებულ ოჯახები, )ასეთ შემთხვევაში ხარაგაულის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის  თანამშრომლები გადიან და როგორც სწრაფ, ისე პისიარ ტესტირებას, ოჯახებში ატარებენ.
 
 ინფორმაციისთვის, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, თებერვლის ბოლომდე, 50 წელს გადაცილებულ მოქალაქეებს აცრის შემთხვევაში 200 ლარი გადაეცემათ, ასევე, 50 წელს გადაცილებული ყველა ის მოქალაქე, რომელიც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის ორი დოზით არის აცრილი და ,,ბუსტერ" - მესამე დოზა აცრას გაიკეთებს, 100 ლარს მიიღებს.
 
 
ნანახია: 1465 - ჯერ