სიახლეები
https://new.admin.kharagauli.ge/images/masteraoo_1.jpg

ხაშური - ზესტაფონის საგარეუბნო მატარებლით, მოსახლეობის გადაადგილება ძველი გრაფიკით, დღეიდან განახლდა

მაჟორიტარი დეპუტატის, პაატა კვიჟინაძის და ხარაგაულის მერის , კობა ლურსმანაშვილის აქტიური ჩართულობით ხაშური - ზესტაფონის საგარეუბნო მატარებლით, მოსახლეობის გადაადგილება ძველი გრაფიკით,  დღეიდან განახლდა.

ხარაგაულის მერის, კობა ლურსმანაშვილის ინფორმაციით, რკინიგზის დეპარტამენტის საბოლოო გადაწყვეტილებით, მოსახლეობის დაშვება რკინიგზის მომსახურე პერონალის გადამყვან ერთ ვაგონიან შეამდგენლობაზე მოხდა.

 დამატებით განვმარტავთ, რომ ხარაგაულის მუნიციპალიტეტი  აქტიურად იყო ჩართული ამ საკითხის მოგვარებაში და ვინაიდან ეს თემა ბოლომდე არ იყო დადებითად გადაწყვეტილი ხარაგაულის მერიამ მოსახლეობას დამატებით შესთავაზა მუნიციპალური ტრანსპორტით მომსახურეობა მოლითი -  ხარაგაულის მიმართულებით.

მატარებლის მიმოსვლის განრიგი ასეთია:

ზესტაფონი-ხაშური – 06:05 სთ.

ხაშური-ზესტაფონი – 10:20 სთ.

ზესტაფონი-ხაშური – 14:20 სთ.

ხაშური-ზესტაფონი – 17:05 სთ.

 

 

ნანახია: 2461 - ჯერ