სიახლეები
https://new.admin.kharagauli.ge/images/270643454_1942290369277155_8719204079758020359_n.jpg

რა თანხის შესყიდვები განახორციელა ხარაგაულის მერიამ 2021 წელს

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიამ 2021 წლის განმავლობაში, სახელმწიფო ბიუჯეტისა და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის სახსრებით ჯამში-9 978 592.72 ლარის შესყიდვა განახორციელა

 ელექტრონული ტენდერის საშუალებით განხორციელდა 8 167 533.33 ლარის შესყიდვა.

ტენდერების სწორად წარმართვისა და პრეტენდენტების მიერ შესყიდვის ობიექტზე ფასების კლების შედეგად ჯამში სახელმწიფო ბიუჯეტში ეკონომია  759 020.35 ლარი, ხოლო ადგილობრივი ბიუჯეტში -271 660.75 ლარი დარჩა.

 აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, ბიუროს სხდომაზე მერიის სახელმწიფო შესყიდვებისა და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამსახურის უფროსმა, ზურაბ იჩქიტიძემ ისაუბრა.

 სხდომაზე სულ ორი საკითხი იქნა განხილული:

1.სახელმწიფო შესყიდვებისა და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამსახურის მიერ 2021 წელს განხორციელებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ანგარიში მომხსენებელი: ზურაბ

2.ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის #11 დადგენილებაში,,ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების (რეგლამენტის) დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე.

 

სხდომაზე წარდგენილ  საკითხების განხილვა საკრებულოს კომისიებში გაგრძელდება.  სხდომას საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე, დავით კიკნაძე ხელმძღვანელობდა.

ნანახია: 1159 - ჯერ