სიახლეები
https://new.admin.kharagauli.ge/images/sdf55sdf5sdf5sdf5sdfrgrggsg_1.jpg

ხევის ადმინისტრაციულ ერთეულში ახალი ამბულატორია აშენდება

ახალი ამბულატორიის მშენებლობისათვის, მერიამ საკრებულოს ხევში მდებარე 300 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის სახელმწიფოსთვის საკუთრებაში უსასყიდლოდ გადმოცემის თხოვნით მიმართა  .

 

აღნიშნული საკითხით, დღეს მერიის ეკონომიკისა და ქონების მართვის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა, მაია ალავიძემ საკრებულოს ბიუროს რიგგარეშე სხდომაზე მიმართა.

 

 ამბულატორიის მშენებლობას , რიკოთის საუღელტეხილო გზის, ხევი-უბისას მონაკვეთის მშენებელი ,,Hunan Road and Bridge Construction Group“ -ი კომპანია უზრუნველყოფს.

 

ხევში ახალი ამბულატორიის მშენებლობა მას შემდეგ დაიგეგმა, რაც ხევი-უბისას მონაკვეთზე მიმდინარე სამუშაოების გამო შენობა წითელ ზონაში მოხვდა.

 

 

ნანახია: 211 - ჯერ