სხდომაზე განხილული იქნება შემდეგი საკითხები.
- ხარაგაულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის 2022 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ.
მომხს: ვლადიმერ გელაშვილი
- ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის N 19 დადგენილებაში „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის პოლიტიკური თანამდებობის პირთა, პროფესიულ საჯარო მოხელეთა და ადმინისტრაციულ ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა საშტატო ნუსხისა და თანამდებობრივი სარგოების განსაზღვრის შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე.
მომხს: კახაბერ გოლუბიანი
- ხარაგაულის მუნიციპალიტეტში საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 2022 წელს დასაფინანსებელი პროექტების მოწონების შესახებ.
მომხს: პეტრე შარიქაძე
- ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 05 იანვრის N 3 დადგენილებაში „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირთა და საკრებულოს აპარატის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს განაკვეთების განსაზღვრის შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე.
მომხს: პავლე კიკალიშვილი
- ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის N 11 დადგენილებაში „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების (რეგლამენტის) დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე.
მომხს: მანანა ბარბაქაძე
- საკრებულოს თავმჯდომარის ანგარიში მის მიერ გაწეული მუშაობის შესახებ.
მომხს: მანანა ბარბაქაძე