25 დეკემბერს , მერიის წინ, ხარაგაულის საახალწლო ნაძვის ხე საზეიმო ვითარებაში აინთება, გაიმართება კონცერტი ღია ცის ქვეშ.
წინასაახალწლო ღონისძიებები ხარაგაულში მასობრივი ხასიათის არ იქნება და კოვიდ რეგულაციების სრული დაცვით ჩატარდება.
გთავაზობთ ღონისძიებათა ჩამონათვალს:
15 დეკემბერი - ხარაგაულის ისტორიული მუზეუმი, 14 საათი.
პროექტი ,,ჩემი პატარა ხელებით“ საახალწლო აქსესუარების დამზადება.
20 დეკემბერი - საბავშვო ბიბლიოთეკა, 14 საათი.
,,ზამთრის ზღაპარი“ , ზღაპარს ბავშვებისთვის წაიკითხავს მსახიობი ირინე ჩხეიძე. ონლაინ-ფორმატი.
21 დეკემბერი - სამუსიკო სკოლა, 15 საათი
საახალწლო კონცერტი
22-24 დეკემბერი, კინოთეატრის ფოიე, 12 საათი
საახალწლო ნამუშევრების გამოფენა
23 დეკემბერი,კინოთეატრი, 13 საათი
თოჯინების თეატრის სპექტაკლი კინოთეატრში ზღაპრის გმირებთან ერთად.
25 დეკემბერი - ხარაგაულის მერიის წინ ნაძვის ხის საზეიმო ანთება, კონცერტი ღია ცის ქვეშ.
27-28 დეკემბერი
საახალწლო საჩუქრების დარიგება საბავშვო ბაღების გაერთიანების აღსაზრდელებისთვის მუნიციპალიტეტის მასშტაბით.
24 დეკემბერი, სპორტსკოლა, 12 საათი
საოჯახო ოლიმპიადა
27-28 დეკებერი, მოსწავლე- ახალგაზრდობის სახლი, 13 საათი
საახალწლო ღონისძიება
29 დეკემბერი, ხარაგაულის ისტორიული მუზეუმი, 14 საათი
საახალწლო ვიდეორგოლის პრეზენტაცია
ინფორმაციას ხარაგაულის კულტურის სამსახურის უფროსი , ირინე ჩხეიძე გვაწვდის.