დღეს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე ბიუროს სხდომა გაიმართა. სხდომაზე დეპუტატებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები განიხილეს. სხდომას ხარაგაულის მერის მოადგილე, დავით დევდარიანი ესწრებოდა.
ბიუროს წევრებს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსმა, ვლადიმერ გელაშვილმა 2022 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ წარუდგინა საკითხი და საკრებულოს მიერ გამოთქმულ შენიშვნებზე გაამახვილა ყურადღება. საკრებულოს მიერ გამოთქმული შენიშვნები მერიის ადმინისტრაციულ შენობაში საკონფერენციო დარბაზის მოწყობას, მრავალბინიანი სახლების მოწყობას, მრავალშვილიანი ოჯახების დახმარების პროგრამის გაზრდას, საკრებულოს, მერიის და ა(ა)იპ-ების საჯარო მოსამსახურეების ხელფასების ზრდას ეხებოდა. როგორც ვლადიმერ გელაშვილმა აღნიშნა აღნიშნული ვალდებულებების ასაღებად დამატებით საჭიროა 1 081,2 ათასი ლარი.
დეპუტატებს მერიის ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა, პეტრე შარიქაძემ საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 2022 წელს დასაფინანსებელი პროექტების მოწონების შესახებ წარუდგინა საკითხი. სხდომაზე 48 პროექტი მოიწონეს. პროექტების სია იხილეთ აქ.
სხდომაზე, ასევე, განიხილეს შემდეგი საკითხები:
აღნიშნულ საკითხებს საკრებულოს სხდომაზე 16 დეკემბერს ეყრება კენჭი.