სიახლეები
https://new.admin.kharagauli.ge/images/Capture123_1.JPG

ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიას შმაგი ხიჯაკაძე უხელმძღვანელებს

 

საკრებულოს ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიას შმაგი ხიჯაკაძე უხელმძღვანელებს.

შმაგი ხიჯაკაძე 2015  წლიდან  დღემდე  ხარაგაულის  ჯანდაცვის  ცენტრს  ხელმძღვანელობს.  მისთვის  უმთავრესი  ადამიანის  ჯანმრთელობაზე  ზრუნვაა,  თავდაუზოგავად  იბრძვის  და  აქტიურადაა  ჩართული კოვიდ19-ის    წინააღმდეგ  ბრძოლაში. 

ფიქრობს , რომ ახალი პოზიციიდან აქტიურად აქტიურად  ჩაერთვება  ჯანდაცვისა  და  სოციალური  დაცვის  კომისიის  საქმიანობაში. 

,, კარგად  ვიცი,  რა  პრობლემებია  ამ  მიმართულებით  მუნიციპალიტეტში.  შევეცდები,  ეს  საკითხები   მოგვარდეს  და  მოსახლეობას  კიდევ  უფრო  მეტად  ხელმისაწვდომობა  ჰქონდეთ იმ პროგრამებზე,  რომლებსაც  მათ სახელმწიფო  და  ადგილობრივი  თვითმმართველობა    სთავაზობს. 

როგორც  ყოველთვის,  ჩემს  საქმიანობაში  პრიორიტეტი  იქნება  ადამიანების ჯანმრთელობა.   დიდი  სურვილი მაქვს,  იმ  სოფლებს,  რომლებსაც  სამედიცინო  მომსახურებაზე  ხელი  არ  მიუწვდება,  უფრო  მეტი  შესაძლებლობები  გავუჩინოთ. 

მაქსიმალურად  ვიქნები  ჩემი  ამომრჩევლის  ინტერესების  დამცველი  და   მათთვის  პრიორიტეტულ  საკითხებს,  იქნება  ეს  გზა,  წყალი თუ სხვა,  აქტიურად  დავაყენებ  შესაბამის  სამსახურებთან.“

შმაგი ხიჯაკაძე ამავდროულად ვარძია - წყალაფორეთი - ხიდარის მაჟორიტარი დეპუტატი გახლავთ.

ნანახია: 1977 - ჯერ