საკრებულოს ახლადარჩეულმა თავმჯდომარემ, მანანა ბარბაქაძემ, პირველი მოადგილის თანამდებობაზე, დავით კიკნაძის კანდიდატურა წარადგინა.
ახალმა საკრებულომ, დავით კიკნაძე პირველი მოადგილის პოზიციაზე ხმათა უმრავლესობით აირჩია.
დავით კიკნაძე პროფესიით იურისტია, სხვადასხვა დროს გახლდათ პედაგოგი, საღანძილის საშუალო სკოლის დირექტორის მოადგილე, საღანძილის თემის საკრებულოს გამგებლის მოადგილე, საღანძილის საშუალო სკოლის დირექტორი, ხარაგაულის საგანმანათლებლო რესურსცენტრის იურისტი.
2013 წლიდან 2017 წლამდე იკავებდა ხარაგაულის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსის პოზიციას.
2017 წლიდან დღემდე არის ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი და განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარე.
2014 და 2017 წელს არჩეული გახლდათ საღანძილის თემის მაჟორიტარ დეპუტატად.
ჰყავს მეუღლე და სამი შვილი.
ვიცი,რომ მომავალი 4 წლის განმავლობაში ბევრია გასაკეთებელი.წინ არაერთი გამოწვევაა. მთელი ამ დროის განმავლობაში საკუთარი თვალით ვხედავდი და ვიყავი თანამონაწილე, როგორ ვითარდებოდა მუნიციპალიტეტი. ვფიქრობ, სხვადასხვა თანამდებობებზე მუშაობისას დამიგროვდა ცოდნა და პრაქტიკული გამოცდილება, რომელიც საჭიროა თვითმართველობის საჯარო და პოლიტიკური თანამდებობის მოხელესათვის.
დავით კიკნაძე ამავდროულად საღანძილის თემის მაჟორიტარი დეპუტატია.