სიახლეები
https://new.admin.kharagauli.ge/images/262153745_3237727789807705_4901155676673768211_n.jpg

კობა ლურსმანაშვილი: მადლობა მათ,ვინც თავიანთი ნიჭიერებით შექმნეს ფერწერული ხარაგაული

კობა ლურსმანაშვილი: მადლობა მათ,ვინც თავიანთი ნიჭიერებით შექმნეს ფერწერული ხარაგაული

პოეზიის და პროზის შემდეგ ხარაგაული თავის ადგილს ფერწერაშიც იკავებს.

თბილისში გალერეა  ,, Silk Factory Studio “ ხარაგაულში შექმნილი ფერწერული ტილოების გამოფენა  დათვალიერება გაიმართა.

გამოფენის გახსნას დაესწრო ხარაგაულის მერი, კობა ლურსმანაშვილი , საჩხერე ჭიათურა ხარაგაულის მაჟორიტარი დეპუტატი, პაატა კვიჟინაძე, ცნობილი მხატვრები, მწერლები, პოეტები და ხარაგაულზე შეყვარებული ადამიანები.

გამოფენა ,,ხარაგაულის ხმები“ - ს მიერ შესრულებული სიმღერების ფონზე წარიმართა.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის და საკრებულოს  ხელშეწყობით რეზო თაბუკაშვილის სახელობის სახალხო ლიტერატურული თეატრი მხატვრებისთვის  პლენერ გამას უკვე  ექვსი წელიწადია ატარებს.

ყოველ წელს , ხარაგაულში პლენერს ცნობილი მხატვრები საქართველოს ყველა კუთხიდან სტუმრობენ.

კობა ლურსმანაშვილი:

,, ეს დღე მნიშვნელოვანია ხარაგაულისთვის, მისი კულტურული ცხოვრებისათვის,  მინდა გამოვხატო პატივისცემა უპირველესად მათ მიმართ, ვინც ხარაგაულის რეზო თაბუკაშვილის სახელობის თეატრის მიერ ორგანიზებულ ამ განსაკუთრებულ და შესანიშნავ ღონისძიებაში უშურველად ჩაერთო და  თავიანთი ნიჭიერებით შექმნა ფერწერული ხარაგაული.

რაც შეეხება, ლიტერატურულ თეატრს და მის დამფუძნებელს, ქალბატონ იზას, ვფიქრობ, იგი კიდევ ბევრს შეძლებს კულტურული თვალსაზრისით ხარაგაულის განვითარებისთვის.

მინდა საჯაროდ მადლობა გადავუხადო  მას იმ მოღვაწეობისათვის, რომელიც ხარაგაულმა უკვე დააფასა და ხარაგაულის საპატიო მოქალაქის ტიტული უბოძა. 

მინდა გამოვხატო ადგილობრივი ხელისუფლების პოზიცია,რომ ჩვენ  მაქსიმალურად ვუწყობთ ხელს კულტურული ხასიათის აქტივობებს, მინდა მივესალმო საჩხერის, ჭიათურის და ხარაგაულის დეპუტატს, ბატონ პაატა კვიჟინაძეს,რომელიც უყურადღებოდ არ ტოვებს ხარაგაულს და ჩართულია როგორც კულტურულ ასევე  სოციალურ ცხოვრებაში.

 ცხადია  ხელისუფლების განწყობაა , რომ განვითარდეს რეგიონებში კულტურული ცხოვრება. შესაძლებლობები და ფინანსები ამ კუთხით კიდევ გაიზრდება, რადგან ხარაგაულმა მომავალი წელი, სხვა მიმართულებებთან ერთად,  კულტურა და ახალგაზრდობა  პრიორიტეტად გამოაცხადა.

პაატა კვიჟინაძე, საჩხერე ჭიათურა ხარაგაულის მაჟორიტარი დეპუტატი

,,ძალიან მაღალი დონის გამოფენა ვიხილეთ, გაკვირვებული და ნასიამოვნები დავრჩი. დღეს, როდესაც პანდემიისა და პოლიტიკის გამო ხალხი დაძაბულია, ასეთი დღეები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია,  რომ სულიერი სამყაროს, ხელოვნებას ვეზიაროთ. მადლობა ქალბატონ იზას, ყოველთვის მაოცებს  მისი ღონისძიებების ორიგინალობა. რა თქმა უნდა, მადლობა მხატვრებს, ორგანიზატორებს, ხარაგაულის მერიას და ყველა დამთვალიერებელს.

იზა ვეფხვაძე, პლენერ ,,გამას“ იდეის ავტორი

,,ხარაგაული ბევრჯერ აისახა პოეზიაში, პროზაში, ახლა უკვე ფერწერაშიც შეგვიძლია ვიხილოთ ხარაგაული.

სწორედ ამ მიზნით დავიწყეთ პლენერი ,,გამა“,როდესაც ეს იდეა გაჩნდა, ჩვენი მიზანი იყო,  რომ ჩვენ ულამაზეს ხარაგაულზე, რომელსაც მწერლებმა, პოეტებმა არაერთი ხოტბა მიუძღვნეს  ფერწერული ტილოები შექმნილიყო. მხატვრები მოდიან თავიანთი მასალებით, და ხატავენ ამ არაჩვეულებრივ ტილოებს და უტოვებენ ხარაგაულს. ხომ წარმოგიდგენიათ წლების შემდეგ ეს რაოდენ დიდი სიმდიდრე იქნება. ჩვენ არ ვაპირებთ გავჩერდეთ და ვფიქრობ ხარაგაულში ისეთი სიმდიდრე დაგროვდება, რომ ნებისმიერი ქალაქი ვერ შეგვედრება.“

 გამოფენა ,,აბრეშუმის გალერეაში" კიდევ სამ დღეს გაგრძელდება.

ნანახია: 1175 - ჯერ