სიახლეები
https://new.admin.kharagauli.ge/images/74237035_2518398561740635_7833259275404181504_n.jpg

დღეს თბილისში ,,აბრეშუმის გალერეაში" მუზად ქცეული ხარაგაული გელით

პლენერ ,,გამას“ ფარგლებში  შესრულებული 150 - ზე მეტი ნამუშევარებს   გალერეა ,, Silk Factory Studio “ , აბრეშუმის გალერეა" უმასპინძლებს.

გამოფენის გახსნას დაესწრება ხარაგაულის მერი, კობა ლურსმანაშვილი.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის და საკრებულოს  ხელშეწყობით რეზო თაბუკაშვილის სახელობის სახალხო ლიტერატურული თეატრი მხატვრებისთვის  პლენერ გამას უკვე  ექვსი წელიწადია ატარებს.

ყოველ წელს , ხარაგაულში პლენერს ცნობილი მხატვრები საქართველოს ყველა კუთხიდან სტუმრობენ.

,,ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერია, საკრებულო და რეზო თაბუკაშვილის სახელობის სახალხო ლიტერატურული თეატრი მოუთმენლად ელოდება  ხარაგაულზე შეყვარებულ ყველა ადამიანს გამოფენაზე. რაც მთავარია, მათ  ელოდებათ მუზად ქცეული ხარაგაული” - აცხადებს იზა ვეფხვაძე, რეზო თაბუკაშვილის სახელობის ლიტერატურული თეატრის დირექტორი და პლენერ ,,გამას“ იდეის ავტორი.

გამოფენა " მუზად ქცეული ხარაგაული", დღეს, 30 ნოემბერს, საღამოს 6.00 საათზე გაიხსნება.

მისამართი: მერაბ კოსტავას 59.

ნანახია: 921 - ჯერ