სიახლეები
https://new.admin.kharagauli.ge/images/259794803_232783128956225_3118556946168884310_n.jpg

ლიტერატურული თეატრი ხატმწერ შალვა გერაძესთან შეხვედრას გამართავს

ხარაგაულის რეზო თაბუკაშვილის სახელობის სახალხო ლიტერატურული თეატრის დირექტორის , იზა ვეფხვაძის მოწვევით ცნობილ მხატვართან, ხატმწერ და ხატმჭედ, შალვა გერაძესთან შეხვედრა გაიმართება.

შალვა გერაძის მიერაა მოხატული საქართველოს ეკლესიებში არსებული ყველა დიდი ზომის ხატი.

შეხვედრაზე ნაჩვენები იქნება შალვა გერაძისადმი მიძღვნილი ფილმი, რომელმაც უკრაინაში საერთაშორისო კონკურსში მოიპოვა გამარჯვება.

შეხვედრა ინოვაციების ცენტრში 26 ნოემბერს, პირველ საათზე, გაიმართება.

ნანახია: 118 - ჯერ