სიახლეები
https://new.admin.kharagauli.ge/images/112288rwa5tyer_2.jpg

2022 წლის ბიუჯეტის პროექტის საჯარო განხილვა გაიმართა

საჯარო განხილვას ესწრებოდა ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე, ვარლამ ჭიპაშვილი, მერიის საფინანსო სამსახურის წარმომადგენლები, საკრებულოს წევრები და ა.ა.ი.პ-ების დირექტორები.

მომავალი წლის ბიუჯეტის შემოსავლები 10 275 800 ლარით განისაზღვრა.

ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებით განმარტებები გააკეთა, მერის პირველმა მოადგილემ ვარლამ ჭიპაშვილმა. მისი ინფორმაციით, პრიორიტეტად კვლავ ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, სოციალური დაცვა  და კულტურულ-საგანმანათლებლო სფეროები განისაზღვრა .

„ მთავარ ფინანსურ დოკუმენტის განხილვაში მნიშვნელოვანია მოქალაქეთა ჩართულობა, მათ შორის ოპოზიციის. მთავარია, რომ საჯაროობა უზრუნველყოფილია და ნებისმიერ დაინტერესებულ პირს აქვს შესაძლებლობა გაეცნოს მომავალი წლის ბიუჯეტს და წარმოადგინოს საკუთარი ხედვები.“

მერის პირველი მოადგილის განმარტებით, ბიუჯეტის  პარამეტრების მონაცემების გათვალისწინებით, მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტში პროგრესი ნამდვილად შეიმჩნევა.

„მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტში საკმაოდ დიდი თანხები გავითვალისწინეთ წყლის რეაბილიტაციაზე. თანხა საბოლოო არ არის და შესაძლებელია კიდევ გაიზარდოს.

მერია აქტიურად მუშაობს რათა  სხვადასხვა ფონდებიდან დაფინანსება მოიპოვოს და მუნიციპალიტეტში მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელდეს. მშენებლობის ტემპი, რომელიც ხარაგაულში მიმდინარეობს მერიისა და საკრებულოს  ძალისხმევით მომავალშიც გაგრძელდება.

ასევე ვგეგმავთ ბიუჯეტიდან თანადაფინანსების სახით პრიორიტეტულ პროექტების შესრულებას.

მნიშვნელოვანია, სამოქალაქო ბიუჯეტირება, რომელიც მიმდინარე წელს 150 000 ლარით დაფინანსდა. პროექტის ფარგლებში მოქალაქეებმა თავად აირჩიეს პრიორიტეტული პროექტები.

  ხარაგაულში პირველად განხორციელდა მსგავსი სახის პროექტი, შეიძლება თანხა არ არის კოლოსალურად დიდი, თუმცა ტენდენცია მოქალაქეთა ჩართულობის ნამდვილად შეიმჩნევა.

გავზარდეთ სოციალური ბიუჯეტი, რომელმაც 1 500 000 გადააჭარბა. სამწუხაროდ, სოციალური პრობლემები ნამდვილად შეიმჩნევა, რომელიც ძირითადად პანდემიამ განაპირობა. ამიტომ დღევანდელ პირობებში განსაკუთრებულად უნდა მოხდეს თანხების გაზრდა. გავზარდეთ ერთჯერადი დახმარებები 350 000 ლარამდე. დაფინანსებას მომავალშიც გავზრდით თუ ამის საჭიროება იქნება და დამატებითი სახსრები შემოვა ბიუჯეტში.

რაც შეეხება განათლების სფეროს დაფინანსებას პროგრესი ამ მიმართულებითაც შეიმჩნევა. განსაკუთრებით მინდა ყურადღება გავამახვილო საკოლამდელ დაწესებულებებზე. საბავშვო ბაღებში თითქმის ყველგან ნორმალური პირობებია. ორი საკითხი  იყო მტკივნეული, ხუნევის საბავშვო ბაღი და მარელისის სკოლამდელი მზაობის ჯგუფი.

ხუნევის საბავშვო ბაღის მშენებლობისათვის უკვე მოძიებულია თანხები. მომავალ წელს ხუნევს ახალი საბავშვო ბაღის შენობა ექნება.  რაც შეეხება მარელისის სკოლამდელი მზაობის ჯგუფს, როგორც ვიცით,  ამჟამად მზაობის ჯგუფი განთავსებულია მარელისის საჯარო სკოლაში, ვგეგმავთ გარკვეული ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას, რათა შემდეგ ფუნქციონირება გააგრძელოს როგორც ჩვეულებრივმა სკოლამდელმა დაწესებულებამ.

#ამეტაპზე

მერია ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებით საკრებულოს მიერ  შენიშვნებსა (არსებობის შემთხვევაში) და წინადადებებს ელოდება.

ნანახია: 1382 - ჯერ